ამერიკის საელჩოს საჩუქარი ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ეკვილიბრიუმს
 24/08/2022

დღეს, 24 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები, კრის იანგი, საელჩოს პრეს ატაშეს მოადგილე და ნანა შუღლაძე, აშშ საელჩოს საინფორმაციო რესურსების ხელმძღვანელი საჩუქრებით ეწვივნენ.

სტუმრებს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე შეხვდა და სამომავლო საქმიანობაზე ესაუბრა. საელჩოს წარმომადგენლებმა ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზები დაათვალიერეს და მოძრაობა "ეკვილიბრიუმის" ფარგლებში, ბიბლიოთეკებისთვის ახალი გამოცემები უსახსოვრეს. საელჩოს წარმომადგენლებმა ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზები დაათვალიერეს, ანგლო-ამერიკულ დარბაზსაც ეწვივნენ და, მოძრაობა ეკვილიბრიუმის ფარგლებში, ბიბლიოთეკებისთვის ახალი გამოცემები უსახსოვრეს. დიდი მადლობა!