ბიბლიოთეკის ცხოვრება პანდემიის პირობებში
 15/05/2020

2020 წლის 15 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და საქართველოს საბიბლიოთეკა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდება ფორუმი სახელწოდებით „ბიბლიოთეკის ცხოვრება პანდემიის პირობებში“. ფორუმში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერი ტიპის ბიბლიოთეკას. 

ონლაინ ფორუმზე წარმოგიდგენილი იქნება უახლესი მიღწევები და ინოვაციები საბიბლიოთეკო და ინფორმაციული ინფრასტრუქტურისა და მასთან დაკავშირებული სფეროების განვითარებაში, ინფორმაციული საქმიანობის იურიდიული ასპექტები, ელექტრონული წიგნის მომავალი, საკანონმდებლო პრობლემები და ინიციატივები, ელექტრონულ და ბეჭდურ ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველყოფის საკითხები, ფართო საზოგადოება კარანტინში და ბიბლიოთეკის დისტანციური მუშაობა პანდემიის პირობებში.

ონლაინ ფორუმში მომხსენებლის სტატუსით მონაწილებისთვის გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი მოხსენება საინფორმაციო წერილში მითითებულ ელ–ფოსტაზე. 

მოთხოვნები მოხსენებების წარდგენასთან დაკავშირებით: მოხსენება უნდა ეხებოდეს ფორუმზე განსახილველ თემებიდან ერთ–ერთს მაინც, ტექსტი შესრულებული უნდა იყოს Word-ის ფორმატში, ფონტი Sylfaen , ზომა 12. ნაშრომის მოცულობა უნდა შეადგენდეს არაუმეტეს 6 გვერდს ცხრილებისა და დიაგრამების ჩათვლით. 

ფორუმზე წარმოდგენილი მოხსენებები გამოქვეყნდება ელექტრონულ ფორმატში ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკა „ივერიელში“.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მოგვწერეთ ნებისმიერ დროს შემდეგ ელ–ფოსტაზე: libraryonlineforum@gmail.com ან დარეკეთ შემდეგ ნომერზე: 599131392, 577436478.