გიორგი კეკელიძემ 1 ივნისს ბავშვებს კორონავირუსზე საინფორმაციო ზღაპარი წაუკითხა
 01/06/2020

1 ივნისს, ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაავადებათა კოტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით პატარა მსმენელისათვის ჩატარდა ონლაინჩართვა "კითხვის საათი გიორგი კეკელიძესთან ერთად".

ონლაინჩართვის დროს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა გიორგი კეკელიძემ პატარებისთვის (და მათი ოჯახის წევრებისთვის) წაიკითხა ბრიტანული საბავშვო გამომცემლობის Nosy Crow წიგნი კორონავირუსზე. ბავშვებმა დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები.

ონლაინშეხვედრაში მონაწილეობის მიღება შეეძლო ნებისმიერ მსურველს მითითებულ ბმულზე გადასვლით.

ორგანიზატორების მიზანი იყო ბავშვებში სწორი ქცევითი უნარ-ჩვევების პოპულარიზაცია, რაც COVID-19-ისგან თავის დასაცავად უაღრესად მნიშვნელოვანია.

წიგნის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლით იხილოთ  ბმულზე