ავტორი. საქართველოს მეფეები : [2 წიგნად]. წიგნი 1, ერთიანი საქართველოს მეფეები (X-XV საუკუნეები) ; ქართლის მეფეები (XV საუკუნის ბოლო - XIX საუკუნის დასაწყისი)
 22/03/2024

წიგნი დაფუძნებულია ქართული და უცხოური წყაროების მონაცემებზე, სათანადო მეცნიერთა ფუნდამენტურ გამოკვლევებზე, მთლიანად არსებულ სამეცნიერო ლიტერატურაზე. წარმოდგენილია ერთიანი საქართველოს, ქართლის, კახეთის, ქართლ-კახეთის გაერთიანებული სამეფოსა და იმერეთის მეფეთა ისტორია. წიგნში, ერთი მხრივ, წარმოდგენილია ბაგრატიონ მეფეთა ხელმძღვანელობით საქართველოს პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების უწყვეტი პროცესი, მასში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებებითა და შედეგებით; მეორე მხრივ, ნაჩვენებია, თუ ბაგრატიონი მეფეები როგორ მხნედ იტანდნენ ბიზანტია-სპარსეთისაგან, არაბობისა და თურქობისაგან, ოსმალობისა და ყიზილბაშობისაგან თავსდატეხილ უთვალავ სიძნელეს.