შიდა ქართლის ისტორიის უცნობი ფურცლები = The Unknown Pages of the History of Shida Kartli : [ნარკვევები]
 22/03/2024

შიდა ქართლის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები; საქართველოს წარჩინებული საგვარეულოები და წმინდა მიწა; ბოლშევიკური რეპრესიები და ქართული მართლმადიდებელი ეკლესია; გამოჩენილი მეცნიერების და სასულიერო მოღვაწეების ცხოვრების უცნობი ეპიზოდები; ადამიანებით ვაჭრობა გვიანშუასაუკუნეების საქართველოში და მისი მძიმე შედეგები; რუსეთის კოლონიური პოლიტიკა კავკასიაში უცხოელ მოგზაურთა თვალით, ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც წიგნის ავტორი წლებია იკვლევს. კრებულში თავმოყრილ გამოკვლევებს თავის დროზე სამეცნიერო პერიოდული გამოცემებით გაეცნო მკითხველი, თუმცა ნარკვევები გადამუშავდა, ზოგი რამ შესწორდა. სამეცნიერო სტატიების ძირითადი ნაწილი საქართველოს უძველეს კუთხეს - შიდა ქართლს ეხება.