ფრანგულ-ქართული ურთიერთობების ისტორია საუკუნეთა მიჯნაზე = Les relations Franco-Georgiennes a travers l'histoire
 22/02/2024

ფრანგულ-ქართულ ურთიერთობებს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. ამ საკითხის შესახებ არაერთი ნაშრომი დაიწერა. ფრანგული კულტურა საქართველოში უშუალოდ ფრანგების საშუალებით შემოდიოდა. საქართველოში სხვადასხვა დროს იმოგზაურეს ფრანგმა მისიონერებმა, მწერლებმა, მოგზაურებმა, დიპლომატებმა. მართალია ისინი სხვადასხვა მიზნით ჩამოდიოდნენ საქართველოში, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ხელს უწყობდნენ ფრანგული კულტურის დამკვიდრებას ქართულ გარემოში. წინამდებარე ნაშრომი, რომელშიც წარმოდგენილია ფრანგულ-ქართული ურთიერთობები, კავკასიის ფრანგულ სკოლაში მომზადდა. პროექტის მიზანი იყო ფრანგულ-ქართული ურთიერთობების შესწავლა და საინტერესო ფაქტების შეკრება. წიგნში სტატიების სახით წარმოდგენილია საკითხები უძველესი დროიდან დღემდე.