ქართული დიპლომატიის ისტორია : [სახელმძღვანელო]
 20/04/2024

წინამდებარე სახელმძღვანელოში თანმიმდევრულადაა მოთხრობილი ქართული პოლიტიკური სამყაროს მთელი ისტორიული მემკვიდრეობა საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სფეროში, დაწყებული ქართული სახელმწიფოებრიობის გარიჟრაჟიდან-დაიაენი-დიაოხისა და ძველი კოლხეთ-იბერიის ეპოქიდან- XX საუკუნის მიწურულამდე. წიგნი განკუთვნილია „საერთაშორისო ურთიერთობების", „საერთაშორისო სამართლის", „პოლიტოლოგიის", „ისტორიის" სპეციალობათა სტუდენტებისათვის, ის მიიპყრობს აგრეთვე საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიის ისტორიით დაინტერესებულ მკითხველთა ყურადღებას.