სამეგრელო : მხარეთმცოდნეობითი შრომები : ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია. ტომი 1
 12/04/2024

წიგნი ქრონოლოგიურად წარმოგვიდგენს მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დამაარსებლის, მრავალმხრივი მკვლევრის - ისტორიკოსის, მხარეთმცოდნისა და ეთნოგრაფის - გივი ელიავას 50-წლიანი სამეცნიერო მოღვაწეობის ამსახველ შრომებს სამეგრელოს შესახებ. წინამდებარე ტომში შესული მასალა მოიცავს ისტორიული მეცნიერების სხვადასხვა დარგში (ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია) წლების განმნავლობაში წიგნად გამოცემულ ნაშრომებს, ფაქტობრივად სრულად - სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციაზე წაკითხულ მოხსენებებს, სამეცნიერო კრებულებში გამოქვეყნებულ კვლევებს, ასევე ცენტრალურ თუ რაიონულ პრესაში დაბეჭდილ სტატიებს.