წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა წარმოადგენს დოკუმენტს იმის შესახებ, თუ როგორ ხდება თქვენი პირადი ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება nplg.gov.ge-ის მიერ. nplg.gov.ge დაკავშირებულია მესამე პირის ვებ-საიტებთან, რომელთა მართვა და ადმინისტრირება ხორციელდება ჩვენგან დამოუკიდებლად (მაგ.: Google Analytics). შესაბამისად, nplg.gov.ge -ს არ გააჩნია წვდომა მსგავსი ვებ-საიტების მიერ შეგროვებულ ინფორმაციაზე (გარდა იმ ინფორმაციისა, რაც დაშვებულია მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკაში). საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა პასუხისმგებელი არ არის თქვენს მიერ მესამე პირის ვებ-საიტებისთვის მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობასა და დაცულობაზე.

1. ინფორმაციის დაცულობა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა იღებს პასუხისმგებლობას, თქვენი პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობასა და დაცულობაზე.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა  გააჩნია შესაბამისი ტექნიკური და ადამიანური რესურსები, იმისათვის რომ თქვენი პირადი ინფორმაცია იყოს დაცული, შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა  არ იღებს პასუხისმგებლობას nplg.gov.ge -თან დაკავშირებული მესამე პირთა ვებ-საიტების უსაფრთხოებაზე, ამიტომ გთხოვთ, წინასწარ გაეცნოთ ამ ვებ-საიტების კონფიდენციალურობის პოლიტიკას მათი მომსახურებით სარგებლობამდე.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა  არ აწარმოებს კომერციულ საქმიანობას და შესაბამისად, არ გაყიდის და არ გადასცემს თქვენს პირად ინფორმაციას მესამე პირს.

2. ინფორმაციის შეგროვება

თქვენს შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხორციელდება რამდენიმე მეთოდით:

მკითხველთა მონაცემთა ბაზა

როდესაც თქვენი ნებით მკითხველად რეგისტრირდებით უშუალოდ ბიბლიოთეკაში თქვენი პირადი ინფორმაცია გროვდება ელექტრონულ ბაზაში. პირადი ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ პირდაპირი დანიშნულებით და არ გადაეცემა მესამე პირს.

IP მისამართი

აღნიშნული მეთოდი საშუალებას გვაძლევს შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენი მდებარეობის, კომპიუტერული ხელსაწყოს და გამოყენებული ბრაუზერის შესახებ.

გამოწერები

ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი" dspace.nplg.gov.ge ავრცელებს ციფრული კოლექციების სიახლეების შესახებ შეტყობინენებს  ელ-ფოსტის მეშვეობით. თუ გაქვთ სურვილი რომ დარეგისტრირდეთ გამომწერთა სიაში, ამისათვის უნდა მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ (თქვენი ელ-ფოსტა) . თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს თქვათ უარი გამოწერებზე და აღარ მიიღოთ საინფორმაციო ელექტრონული წერილები dspace.nplg.gov.ge-საგან.

ვებ-ბრაუზერის "ქუქები" (Cookies)

ვებ-ბრაუზერის "ქუქიები" არის ის ინფორმაცია, რასაც ბრაუზერი ინახავს კომპიუტერში თქვენს მიერ სხვადასხვა ვებ-საიტებზე სტუმრობისას.

მესამე პირის "ქუქები"

არსებობს nplg.gov.ge -თან დაკავშირებული მესამე პირის ვებ-საიტები, რომლებიც სარგებლობენ თავიანთი "ქუქებით" და მათ მიერ შეგროვებულ ინფორმაციაზე ხელი არ მიგვიწვდება, გარდა იმ ინფორმაციისა რაც გათვალისწინებულია მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.

ეს ვებ-საიტებია:

3. ინფორმაციის გამოყენება

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკამ  თქვენი პირადი ინფორმაცია შეიძლება გამოიყენოს შემდეგი მიზნებისთვის:

  • ონლაინ მომსახურების გასაუმჯობესებლად.
  • საძიებო სისტემის დახვეწის მიზნით ვაწარმოებთ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას. შევისწავლით თქვენთვის ყველაზე მეტად საინტერესო გვერდებს, რათა მოვახდინოთ შესაბამისი ცვლილებები ვებ-საიტის სტრუქტურაში.

4. პირადი ინფორმაციის გამოთხოვნა

ვებ-საიტის მომხმარებელს აქვს უფლება გამოითხოვოს პირადი ინფორმაცია, მოითხოვოს მისი ჩასწორება, შეცვლა ან წაშლა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პირადი ინფორმაციის შემგროვებელია ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკა იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას ბიბლითეკის ფონდში დაცული ბეჭდური მასალების და მათი ელექტრონული ასლების შინაარსზე, რომელთაც ყავთ ავტორი ან წარმოადგენს კონკრეტული ორგანიზაციის ან გამომცემლობის პროდუქტს.