ბიოგრაფიული ცნობარები, საძიებლები და ლექსიკონები

  • ბიოგრაფიული ლექსიკონი – საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების წევრთა საძიებელი - აერთიანებს საზოგადოების ყველა წევრს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე.
  • ქართველები უცხოეთში - უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების ბიოგრაფიების და, საერთოდ, ქართული ემიგრაციის მონაცემთა ბაზა.
  • ქართველოლოგები - მონაცემთა ბაზა, სადაც შესულია ქართველოლოგების ბიოგრაფიები.
  • ქართველი სპორტსმენები -  წარმოდგენილია საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში.
  • საქართველოს ექიმები - ბიოგრაფიული ლექსიკონი-ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე.
  • საქართველოს მეღვინეები - საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.
  • ბიბლიონი - ცნობარი წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის იმ თანამშრომელთა მონაცემთა ბაზას, რომლებიც მუშაობდნენ ბიბლიოთეკაში 1846 წლიდან დღემდე საბიბლიოთეკო განხრით (ხელმისაწვდომია მხოლოდ ბიბლიოთეკის ლოკალური ქსელიდან).

იხილეთ ასევე

  • ჭავჭავაძეების ოჯახი - ვებგვერდი მოიცავს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობასა და ჭავჭავაძეების ოჯახის ისტორიას. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და აშშ-ს სმითსონის მუზეუმთა ქსელისა (http://www.si.edu) თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა ერთობლივი ვებ-საიტი.
  • დადიანების დინასტია - ვებგვერდი მოიცავს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობასა და დადიანების ოჯახის ისტორიას. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და აშშ-ს სმითსონის მუზეუმთა ქსელისა თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა ერთობლივი ვებ-საიტი,