The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ლიზა ეპიტაშვილი

ლიზა ეპიტაშვილი
დაბადების თარიღი:1959  (65 წლის)
კატეგორია:მოქანდაკე

ბიოგრაფია

მოქანდაკე, ხელოვანი ლიზა ეპიტაშვილი თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია. ბავშვობიდან ძალიან უყვარდა ძერწვა, მუშაობდა გრაფიკაშიც, მაგრამ ქანდაკება უფრო იზიდავდა. ძირითად სამუშაოსთან ერთად სიამოვნებით ქმნის თოჯინებს. მისთვის ესაა სხვა მასალაში შექმნილი ქანდაკება.

1981 წელს დაამთავრა ქანდაკების ფაკულტეტი;

1983-1986 წწ. მუშაობდა სსრკ სამხატვრო აკადემიის სკულპტორთა თბილისის სამხატვრო სტუდიაში;

1988-2005  წწ. ცხოვრობდა და მუშაობდა ბელგრადში (სერბეთი);

2005-2012 წწ.იყო თბილისის ლითოგრაფიის შემოქმედებითი სტუდიის კოორდინატორი;

2016-2018 წწ - საქართველოს კულტურის სამინისტროს საექსპერტო საბჭოს წევრი;

2012 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების პედაგოგი; 

ლიზა ეპიტაშვილი 1980 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, მათ შორისაა:  საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ვორქშოფი ბელგრადის ხელოვნების უნივერსიტეტში – “თანამედროვე სკულპტურის ვიზუალური კოდები” და გამოფენა „ნაბიჯი სტრუქტურაში“, ბელგრადი, სერბეთი (2018); 

მოქანდაკეების საერთაშორისო სიმპოზიუმი. კულტურის ცენტრი „მუზა“ (2018, 2022); გარიყულა, თანამედროვე ქართველი და უცხოელი მხატვრების გამოფენა (2011); ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო კონვენცია. ლითოგრაფიის გამოფენა (2005);

საერთაშორისო გამოფენა ზაიხერში, სერბეთი (1999);

საერთაშორისო სიმპოზიუმი «RUMULIANA» გამზიგრადში, სერბეთი (1998);

პირველი საერთაშორისო გამოფენა (ХФ Russia), ЦДХ მოსკოვში, რუსეთი (1994);

1 ადგილი საერთაშორისო სიმპოზიუმზე ხელოვნების სახლ «Dzintari 84» იურმალაში, ლატვია (1984) და სხვ.;

ლიზა ეპიტაშვილის ნამუშევრები დაცულია მუზეუმებში: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს ეროვნული გალერეა, აჭარის ხელოვნების მუზეუმი (ბათუმი) და კერძო კოლექციებში – საქართველო, რუსეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, სერბეთი, გერმანია, შვეიცარია.

წყარო:

https://art.gov.ge/ge/portfolio//ეპიტაშვილი-ლიზა/

ეპიტაშვილი ლიზა. ლიზა ეპიტაშვილის ანგელოზური ანგელოზები [მოქანდაკე თავის შემოქმედებასა და ხელნაკეთ თოჯინებზე] // გაზ. „ქართული უნივერსიტეტი“. - 2010. - 31 დეკემბერი-13 იანვარი. - N46. - გვ.11


გააზიარე: