The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ირინე დადიანი

ირინე დადიანი
სხვა სახელი:ბებე
დაბადების თარიღი:1904
გარდაცვ. თარიღი:1944  (40 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ბანიოს სასაფლაო, პარიზი
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

ირინე (ბებე) დადიანი 1904 წელს, ბაქოში დაიბადა. ირინეს მამა, იოსებ დადიანი (1863-1937)  პროფესიით სამთო ინჟინერი იყო და ემიგ­რა­ცი­ამ­დე ბა­ქო­ში, ნო­ბე­ლე­ბის 

ფირმაში მუშაობდა. დედა - თამარ გრიგოლის ასული თარხნიშვილი (თარხან-მოურავი, 1876-1942) გახლდათ სო­ლო­მონ I-ის შთა­მო­მა­ვა­ლი, განათლებული და მეტად პატივსაცემი მანდილოსანი. დადიანები ოჯახში ექვსი ასული იზრდებოდა - ელისო, ირინე, ელო, სალომე, ეკა და რუსუდანი. დები, რომელთა სილამაზეზე და განსწავლულობაზე ლეგენდებს ჰყვებოდნენ, მუდმივად ამშვენებდნენ მაღალი საზოგადოების სალონებსა და თავყრილობებს.

1921 წლის ბოლ­შე­ვი­კუ­რი გა­დატ­რი­ა­ლე­ბის შემ­დეგ იოსებ დადიანი და თამარ თარხნიშვილი ხუთ შვილთან ერთად ემიგრაციაში გაემგზავრნენ. საქართველოში დარჩა მხოლოდ ელენე დადიანი (1899-1978) მეუღლესთან- იაკობ კობიაშვილთან (1885-1962) ერთად იმ იმედით, რომ მალე ჩავიდოდნენ საფრანგეთში. საუბედუროდ, ცოტა ხანში საბჭოთა კავშირი რკინის კარებით დიდი ხნით ჩაირაზა. ელენე დადიანმა საქართველოდან გაღწევა ვერ შეძლო!

ირინე დადიანი 1927 წელს ცოლად გაჰყვა საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ოფიცერს  დიმიტრი (ბაზორკა) ამილახვარს.მათი ჯვრისწერა ჩატარდა პარიზში, ალექსანდრე ნეველის რუსულ ეკლესიაში, მთელი ქართული ელიტის თანდასწრებით.

II მსოფლიო ომის დაწყებამდე ოჯახი დროგამოშვებით ჩრდილოეთ აფრიკაში ცხოვრობდა, სადაც დიმიტრი მსახურობდა. მათ სამი შვი­ლი შეეძინათ - გი­ორ­გი, ოთა­რი და თა­მა­რი.

გიორგი (1928-1929) ჩვილობაში გარდაიცვალა ალჟირში, სიდი-ბელ-აბესში. ოთარი მაროკოში, ქალაქ აგადირში დაიბადა, თამარი - პარიზში.

1942 წლის 24 ოქ­ტომ­ბერს დი­მიტ­რი ამი­ლახ­ვა­რი ეგ­ვიპ­ტე­ში ელ–ამა­ინ­თან გა­მარ­თულ ბრძო­ლა­ში და­ი­ღუ­პა. ეს თავ­ზარ­დამ­ცე­მი ამ­ბა­ვი ირი­ნემ ლონ­დონ­ში შე­ი­ტყო, სა­დაც ის შვი­ლებ­თან ერ­თად დის, ელისოს ოჯახ­ში ცხოვ­რობ­და

1944 წლის დე­კემ­ბერ­ში უცხო­უ­რი ლე­გი­ო­ნის ხელ­მძღა­ნე­ლო­ბამ ირი­ნე და­დი­ა­ნი

მე­უღ­ლის ხსოვ­ნის სა­ღა­მო­ზე და­პა­ტი­ჟა. საფრანგეთის პრეზიდენტი (1944 წელს დროებითი მთავრობის მეთაური)  შარლ დე გოლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად იწ­ვევ­და

დი­მიტ­რი ამი­ლახ­ვრის ოჯა­ხის წევ­რებს პარიზში, ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტის ძეგლის გახ­სნის სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე.

სა­ღა­მო­ზე და­სას­წრებ­ლად დები ბავ­შვებ­თან ერ­თად ინგლისიდან საფრანგეთში

სამ­ხედ­რო მან­ქა­ნით გა­ე­შურ­ნენ. საუბედუროდ, მათი ავტომობილი ავტოკატასტროფაში მოხვდა და ელისო და ირინა დადიანები დაიღუპნენ.

ბავ­შვე­ბი გა­დარ­ჩნენ. ობ­ლე­ბი "საფ­რან­გე­თის შვი­ლე­ბად" გა­მო­ცხად­ნენ და მათი

აღ­ზრდა საფ­რან­გე­თის მთავ­რო­ბამ იკის­რა. 

ოთარ (1931-2002) და თამარ (1935-2019) ამილახვრები გაზარდა დეიდამ, ეკა დადიანმა. სახელმწიფომ ბავშვებს მეურვედ დაუნიშნა დიმიტრი ამილახვრის თანამებრძოლი და შემდგომში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი გენერალი კენინგი.

ოთარმა და თამარმა ბრწყინვალე განათლება მიიღეს. ოთარი დიპლომატი იყო. დაამთავრა პარიზის პოლიტიკური მეცნიერების ინსტიტუტი, შემდეგ ადმინისტრაციის ნაციონალური სკოლა. საკმარისია ითქვას, რომ მისი მეგობრები და კურსდამთავრებულები ( l'ENA) იყვნენ: ჟაკ შირაკი (საფრანგეთის პრეზიდენტი), მიშელ როკა (საფრანგეთის პრემიერ მინისტრი), ჟან კლოდ ტრიშე (ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი), მიშელ კამდესიუ (საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი).

ოთარ ამილახვარი სხვადასხვა დროს მუშაობდა ალჟირში - საფრანგეთის საელჩოს პირველი მდივნის მრჩევლის პოზიციაზე, ბრიუსელში - ევროპის კავშირში საფრანგეთის მუდმივ მისიაში და ა. შ.; ბოლო წლებში იყო "Banque Populaire" -ის ვიცე პრეზიდენტი. დაქორწინებული იყო მარგერიტ ჟანე მაიეზე. შთამომავლობა არ დარჩენია.

თამარ ამილახვარი  ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში მუშაობდა - ვენაში იყო საფრანგეთის ელჩი ატომური ენერგიის საერთაშორისო ორგანიზაციაში.

თამარმა გრაფინიას წოდება და გვარი კინსკა გრაფ რადსლავ კინსკიზე (1928-2008)  გათხოვების შემდეგ მიიღო. დაქორწინდნენ 1958 წლის 12 ნოემბერს პარიზში.

ეს ქორწინება განაპირობა იმ ფაქტმაც, რომ ქალბატონი თამარი დედით დადიანი გახლდათ, რადსლავ კინსკის დიდი ბებია კი იყო იფიგენია დადიანი, მე-17 საუკუნის ბოლოს საქართველოდან ავსტრიაში ემიგრაციაში წასული დადიანების შტოდან.

იფიგენია დადიანი ლევან დადიანის პირდაპირი შთამომავალი იყო.მისი ბაბუა ნაუმ დადიანი 19-ე საუკუნის დასაწყისში დასახლდა უნგრეთში, სადაც შეიძინა მამული Gyülvész -ში. მას ავსტრო უნგრეთის იმპერატორმა ფრანც I-მა გრაფის წოდება მიანიჭა 12.8.1808 წელს. უნგრელებმა დადიანების გვარს მისცეს უნგრული ფორმა – დადანიი (Dadányi) და ამ წლიდან მოყოლებული დადიანების უნგრული შტო მოიხსენიება როგორც Dadányi de Gyülvész!

რადსლავ კინსკი გახლდათ ჩეხეთის დიდგვაროვანი, რომლის ოჯახიც ემიგრაციაში იმყოფებოდა საფრანგეთში. იგი იყო ცნობილი იმუნოლოგი, 30 წლის განმავლობაში მუშაობდა ორგანოთა გადანერგვის ცენტრში წამყვან იმუნოლოგად და ასევე, იყო  მსახიობი. გადაღებულია ოთარ იოსელიანის ფილმებში ("ორშაბათ დილას" და

"შემოდგომის ბაღები").

1992 წელს, რესტიტუციის შედეგად, "ხავერდოვანი რევოლუციის" მერე, კინსკების ოჯახი საფრანგეთიდან ჩეხეთში გადავიდა საცხოვრებლად. მათ დაუბრუნდათ წინაპრების საგვარეულო ციხე-დარბაზი მორავიაში, ქალაქ ჟდიარ ნად საზავოუში (Žďár nad Sázavou), მთელი ქონება და გრაფის ტიტული.

თამარისა და მისი მეუღლის ვაჟები არიან: კონსტანტინ ნორბერტ (1961) და კარელ მიკულაშ (მიშელ ნიკოლა, 1965) კინსკები.

ირი­ნე და­დი­ა­ნი, მისი მშობ­ლე­ბი, დები - ელისო (1902-1944), სალომე (1912-1957), ეკატერინე (1907-1973), რუსუდანი (1917-1982) და შვი­ლე­ბი, თა­მა­რი და ოთა­რი დაკრძალულნი არიან პარიზის ბანიოს სასაფლაოზე (Cimetière de Bagneux).

წყარო:

https://www.facebook.com/100070221796281/posts/374104717750967/Académie géorgienne-française ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია

https://www.ambebi.ge/article/311148-cinascarmetqveleba-auxda-da-avtokatastropashi-daig/

https://diaokh.wordpress.com/2012/01/07/გრაფინია-თამარ-ამილახვარ/

ლაბაძე რუსუდან. ვინ იყო საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ლეგენდარული გმირის დიმიტრი ამილახვრის პაპა? // მაცნე: ისტორიის, არქეოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერია.– 2021. – N2. გვ.59-79.

 


გააზიარე: