The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გელა ფილაური

გელა ფილაური
დაბადების თარიღი:8 მაისი, 1961  (63 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

მხატვარი-გრაფიკოსი გელა ფილაური დაიბადა გორში, 1961 წლის 8 მაისს. წარმოშობით სოფელ ქვახვრელიდანაა (გორის მუნიციპალიტეტი).

1976 -1980 წლებში სწავლობდა მ. ს. თუგანოვის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში (ცხინვალი), 1981-1987 წლებში - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დაზგური გრაფიკის ფაკულტეტზე.

გელა ფილაური მრავალი შემოქმედებითი კავშირის წევრია: სსრკ-ს ახალგაზრდული მხატვართა კავშირის (1986 წ.-დან); საქართველოს მხატვართა კავშირის (2012 -დან); ამავე წლიდან - საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანების; 2015-დან - საქართველოს აკვარელისტების საერთაშორისო გაერთიანების (IWS Georgia); 2017-დან - საფრანგეთის, ქ. ლიონის ხელოვნების ფონდისა და საქართველოს პროფესიონალ მხატვართა კლუბის; 2019-დან – ევრაზიული მხატვართა კავშირისა და საერთაშორისო ასოციაცია VATIKAM-ის (პარიზი, საფრანგეთი);

2020 წელს გახდა პასტელისტი მხატვრების ეროვნული კავშირის ასოცირებული წევრი (მოსკოვი);

1981 – 2000 წლებში მხატვარი თანამშრომლობდა სახელმწიფო ლიტერატურულ გამომცემლობებთან «განათლება», «ნაკადული», «მერანი»; 2000-დან - პერიოდული თანამშრომლობაკერძო ლიტერატურულ გამომცემლობებთან (მხატვარ-ილუსტრატორი);

გელა ფილაური მრავალი ჯილდოს მფლობელია: 2019-2021 წწ. - ამერიკის ხელოვნების პრემიის გამარჯვებული; 2018-2022 წწ. - რუსეთის ხელოვნების პრემიის ლაურეატი; 2018- 2020 წწ. გაიმარჯვა კონკურსებში «წლის საუკეთესო ნამუშევრები», VATIKAM (პარიზი, საფრანგეთი); 2019-2021 - ამერიკის ხელოვნების პრემიის გამარჯვებული;

მხატვარი 4-ჯერაა დაჯილდოებული ოქროს მედლით რეალიზმის კატეგორიაში - 2016 წელს ნიუ-იორკში, საერთაშორისო ონლაინ-გამოფენაზე «ART CLASH»; 2019-ში - გრაფიკული ხელოვნების კატეგორიაში საერთაშორისო ონლაინ-გამოფენაზე «ART SHADOW», ნიუ-იორკი, აშშ; იმავე წელს -  ოქროს მედალი და პირველი ადგილი  თემატური კომპოზიციის ნომინაციაში (რუსეთის თასი მხატვრულ შემოქმედებაში, მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია); 2022-ში - საერთაშორისო კონკურსში «ხელოვნება და საზოგადოება | ART & SOCIETY», ნიუ-იორკი, აშშ;

მიღებული აქვს მრავალი ქვეყნის სერტიფიკატი და დიპლომი: აშშ, ინგლისი, შვეიცარია, რუსეთი, უნგრეთი, საფრანგეთი, იტალია, ისრაელი და ა.შ. 

გელა ფილაური 1981 წლიდან მონაწილეობს პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებში.

პერსონალური გამოფენები: 1987 - ლენინგრადის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზი, რუსეთი; 2020 - გამოფენა «დიაპაზონი», ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლა, ქ. გორი, საქართველო; 2022 - ერთობლივი პერსონალური გამოფენა «კონსონანსი — ყოფიერების სიმფონია» (21 - 31 იანვარი 2022), Art Future Gallery, მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია; 2022 - პერსონალური ონლაინ გამოფენა «ვაზის ყვავილობა», VATIKAM, პარიზი, საფრანგეთი (01 აგვისტო - 30 სექტემბერი 2022);

გელა ფილაური თითქმის ყოველწლიურად აწყობს გამოფენებს მეუღლესთან, მხატვარ ანგელინა დამენიასთან ერთად. ისინი საზღვარგარეთ უფრო ცნობილები არიან, ვიდრე სამშობლოში, რადგან მონაწილეობდნენ სხვადასხვა კონკურსებსა და მსოფლიო დონის გამოფენებში და არაერთი მათგანის გამარჯვებულები გახდნენ.

2020 წელს ანგელინა დამენიასა და გელა ფილაურს ჯილდოები გადაეცათ საფრანგეთის ქალაქ ლიონში, საერთაშორისო კონკურსზე - ,,Circle Foundation for the Arts“. მათმა ნამუშევრებმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა 668 კონკურსანტს შორის.

2019 წლის იანვარში მონაწილეობდნენ საერთაშორისო გამოფენა-კონკურსზე, სახელწოდებით „ხელოვნების კვირეული ისრაელში“.

2019 წელს ანგელინა დამენიასა და გელა ფილაურის ნაშრომები გამოიფინა ვატიკანში, რომის პაპის რეზიდენციაში, ლეონარდო და ვინჩის დარბაზში, ისეთი ნამუშევრის გვერდით, როგორიცაა მიქელანჯელოს – “დავითის” პორტრეტის ფრაგმენტი.

ქართველი მხატვრებიდან დამენია და ფილაური  პირველები აღმოჩნდნენ, რომლებსაც ვატიკანმა უმასპინძლა.

მხატვრებისთვის საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა 2018 წელი - მათი ნამუშებრები მედია არტ ბიენალეზე გამოფინეს, 2018 წლის 5-6 მარტს „არტ პროექტ ნიუ-იორკის“ მონაწილეები იყვნენ, 9 ივლისიდან 13 ივლისამდე რომში სანტა კროჩეს სასახლემ უმასპინძლა, 25 ივლისს კი აშშ-ში არიზონას შტატში გამოფენა-კონკურსში „ლურჯი აბსტრაქცია“ მიიღეს მონაწილეობა.

გელა ფილაურის ნამუშევრების დიდი ნაწილი დაცულია მრავალი ქვეყნის სახელმწიფო და კერძო კოლექციებში.

 წყარო:

https://art.gov.ge/ge/portfolio/ფილაური-გელა/

https://damenia-philauri.com/ka/gela-philauri-cv-3/

https://damenia-philauri.com/ka/gela-philauri-achievements/


გააზიარე: