შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ელდარ ისაკაძე
ბიოგრაფიავიოლონჩელისტი და პედაგოგი ელდარ ალექსანდრეს ძე ისაკაძე დაიბადა 1936 წლის 5 იანვარს, ქ. თბილისში. მევიოლინე ლიანა ისაკაძის უფროსი ძმა. 1954 წელს დაამთავრა თბილისის „ნიჭიერთა ათწლედი“(ვლნჩ); სწავლობდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში (1954–1957 წწ., ხელმძღვ.: გ. ბარნაბიშვილი) და პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში (1957–1960 წწ., ხელმძღვ.: ს. კნუშევიცკი). 1957 წელს მოიპოვა პირველი პრემია ვიოლონჩელისტთა რესპუბლიკურ კონკურსზე; 1960 წელს გახდა ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსის ლაურეატი; 1960 წლიდან - საქართველოს ფილარმონიის სოლისტი, საქართველოს კამერული ორკესტრის მუსიკოსი; 1962-1974 წწ. - ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1984 წლიდან პროფესორი; 1967 წელს გახდა საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი; 1974-1976 წწ.- კაიროს (ეგვიპტე) კონსერვატორიის პროფესორი; 1977-1990 წწ. - კვლავ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ასწავლიდა; 1983 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება; 1990 წლიდან ცხოვრობდა გერმანიაში, ქ. ინგოლშტადტში, უკრავდა კამერულ ორკესტრში, რომელსაც ლიანა ისაკაძე ხელმძღვანელობდა (1990-1994); 1994 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა პედაგოგად ინგოლშტადში, დავით ოისტრახის სახელობის მუსიკალურ აკადემიაში; ელდარ ისაკაძის დაკვრა გამოირჩეოდა საშემსრულებლო კულტურით, ხალასი ექსპრესიითა და ტემპერამენტით; რეპერტუარში ჰქონდა კლასიკური მუსიკის არაერთი ნიმუში. ის იყო ქართველი კომპოზიტორების მთელი რიგი ახალი ნაწარმოებების პირველი შემსრულებელი, მათ შორისაა -სულხან ცინცაძის, ოთარ თაქთაქიშვილისა და ვაჟა აზარაშვილის სავიოლონჩელო კონცერტები; მანვე საქართველოში პირველმა შეასრულა სერგეი პროკოფიევის კონცერტ-სიმფონია და დიმიტრი შოსტაკოვიჩის N1 კონცერტი და სხვ.; მუსიკოსი გარდაიცვალა 2005 წლის 27 ივლისს, გერმანიაში, ქ. ინგოლშტადტში. დაკრძალულია თბილისში. წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბილისი, 2015. – გვ. 227 https://georgianencyclopedia.ge/ka/pdf-export/18591 ქავთარაძე, ნანა. ელდარ ისაკაძე // ო, უძლეველო დიდო წამო შემოქმედების / ნანა ქავთარაძე. - თბილისი, 2013. - გვ. 255-265
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |