The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


სერგეი ტერეშჩენკო

დაბადების თარიღი:28 იანვარი, 1947  (77 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

სერგეი დენისის ძე ტერეშჩენკო დაიბადა 1947 წლის 28 იანვარს, თბილისში.

დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი (1957-1965). პედაგ.:

ვ.ჭაბუკიანი, მ. გრიშკევიჩი, ს. სოლოგოვი;

1965-1988 წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი. პროფესიულ დონეს იმაღლებდა  ვ. ჭაბუკიანისა და მ. ბაუერის ხელმძღვანელობით;

1972-1975 წწ. მუშაობდა პანამაში, "Panama-Siti baley"-ს პედაგოგ-რეპეტიტორად, თურქეთში (ანკარა, ანტალია) ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგად;

1988 წლიდან კვლავ განაგრძო მუშაობა ანკარის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ სასწავლებელსა და თეატრში;

1994-2002 წწ. ქ. ანკარის ოპერისა და ბალეტის თეატრში მოღვაწეობისთვის წარდგენილი იყო ჯილდოზე „წლის საუკეთესო ქორეოგრაფი“. მისი აღზრდილია ავსტრიის, ფინეთისა და იაპონიის საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი სერხად გუდული;

რეპერტუარი: სარდარი (დ. თორაძე "გორდა"), ჰამლეტი, სოლო (რ. გაბიჩვაძე "ჰამლეტი", "მედეა"), არლეკინი (გ. სოგე "მოხეტიალე კომედიანტები"), ალბერი, მონა (ადანი "ჟიზელი", "კორსარი"), სოლორი, ბაზილი (მინკუსი "ბაიადერა", "დონ კიხოტი"), ზიგფრიდი, დეზირე (ჩაიკოვსკი "გედების ტბა", "მძინარე მზეთუნახავი"), რომეო, მერკუციო, ტანცმაისტერი (პროკოფიევი "რომეო და ჯულიეტა", "კონკია"), პორგი (გერშვინი-ოძელი "პორგი და ბესი"), სოლო პარტიები (მოცარტი "სამშვენისები", "სერენადა");

საბალეტო დადგმები: "ფრანჩესკა და რიმინი", "ჯადოსნური სიყვარული" (პანამა), "ყვავილების ვალსი", "გაზაფხულის მერცხლები" (კანადა), "მაკნატუნა", "კორსარი", "სიყვარულის კვანძი", "ბახჩისარაის შადრევანი" (თურქეთი) და სხვ.;

ცეკვების დადგმები საოპერო სპექტაკლებში: ვერდი "ტრავიატა", "აიდა", გლუკი "ორფევსი", ბიზე "კარმენი";

გასტროლები: საფრანგეთი, უნგრეთი, მონღოლეთი, ბულგარეთი (საბალეტო დასთან ერთად), პანამა, ფინეთი, აშშ, თურქეთი;

მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება.

წყარო:

ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 448

ნადარეიშვილი ლეილატერეშჩენკო სერგეი დენისის ძე // ქართული ბალეტი /ნადარეიშვილი. - თბილისი,  2010. - გვ.141-142. 


გააზიარე: