The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ნიკოლოზ წილოსანი

სხვა სახელი:ნიკო  (შემოკლებული ფორმა)
დაბადების თარიღი:1847
გარდაცვ. თარიღი:17 მარტი, 1893  (46 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:არქეოლოგი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

რუსეთის იმპერიის არმიის ოფიცერი, სამხედრო ტოპოგრაფი, არქეოლოგი  ნიკოლოზ (ნიკო) წილოსანი წარმომავლობით თბილისის გუბერნიის აზნაურთა ოჯახიდან იყო. დაიბადა 1847 წელს, თბილისში. მამამისი იოსებ წილოსანი გახლდათ აღმოსავლური ენების სპეციალისტი და ყოფილი მამლუქი.

ნიკოლოზ წილოსანმა 1860 წელს დაიწყო სამსახური ტოპოგრაფთა ასეულში, ხოლო 1866 წელს მიიღო ტოპოგრაფის წოდება.

მონაწილეობდა კავკასიის არმიის საბრძოლო მოქმედებებში.

1879 წელს დაინიშნა კავკასიის სამთო სამმართველოს აგეგმვითი სამუშაოების ინსპექტორის თანაშემწედ და ხაზვითი სამუშაოების ნაწილის გამგედ, შემდეგ - კავკასიის მხარის სამხედრო-სახალხო სამმართველოს აგეგმვითი სამუშაოების ინსპექტორად. იმავდროულად, ირიცხებოდა ყუბანის კაზაკთა ჯარში (პოლტავის ცხენოსანი პოლკის სოტნიკი, 1876 წლიდან - ყუბანის ცხენოსანი პოლკის ესაული), მოგვიანებით - არმიის კავალერიაში. 1880 წელს მიიღო პოდპოლკოვნიკის, 1883 წელს — პოლკოვნიკის წოდება.

დაინტერესებული იყო კავკასიის სიძველეებითა და არქეოლოგიით. აწარმოებდა გათხრებს აფხაზეთის ტერიტორიაზე, ბარდავის და დერბენდის მიდამოებში. მონაწილეობდა რუსეთის იმპერიის არქეოლოგთა V ყრილობაში,  რომელიც 1881 წელს თბილისში გაიმართა.

1892 წელს იყო კუკიის მართლმადიდებლურ სასაფლაოზე წმინდა ნინოს ეკლესიის მშენებლობის სამზრუნველოს წევრი-ხაზინადარი. ასევე იყო ვერის წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის საეკლესიო-სამრევლო სკოლის სამზრუნველოს თავმჯდომარე.

მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის: წმ. ვლადიმერის IV 1887) და წმ. სტანისლავის II (1890) ხარისხის ორდენები.

ნიკოლოზ წილოსანი გარდაიცვალა 1893 წლის 17 მარტს. დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე. 

მას ცოლად ჰყავდა ცნობილი ქველმოქმედის, გიორგი ქართველიშვილის ასული მელანია. მათი შვილი, კიევის უნივერსიტეტის სტუდენტი იოსებ წილოსანი პირველი მსოფლიო ომის დროს მოხალისედ ჩაირიცხა ქართულ ცხენოსან პოლკში და დაიღუპა გენერალ ბარათოვის ლაშქრობის დროს სპარსეთში, 1917 წლის 7 მარტს. დაკრძალეს დიდუბეში.

წყარო: 

https://ka.wikipedia.org/wiki/ნიკოლოზ_წილოსანი

ნიკოლოზ იოსების ძის წილოსანის... [სამგლოვიარო განცხადება ნიკოლოზ წილოსანის გარდაცვალების შესახებ] // ივერია. - 1893.-28 მარტი. - N64. - გვ.1. - დაკრძალვის შესახებ იხ.: N65, გვ.2

იოსებ ნიკ. წილოსანი [ფოტო] // თეატრი და ცხოვრება. - 1917. - N23. - გვ.6

 


გააზიარე: