The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გივი აბესაძე

გივი აბესაძე
დაბადების თარიღი:18 ივლისი, 1947  (77 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

გივი მიხეილის ძე აბესაძე დაიბადა 1947 წლის 18 ივლისს, ქ. თბილისში.

1955-1966 წლებში სწავლობდა ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში;

1966 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. შესრულებული აქვს შემდეგი პარტიები: ზიგფრიდი, პა-დე-ტრუა, ესპანური ცეკვა („გედის ტბა“), ესპადა („დონ-კიხოტი“), ჰანსი („ჟიზელი“), ლაერტი („ჰამლეტი“), აპსირტე („მედეა“), რომეო („რომეო და ჯულიეტა“), სპორტინგ-ლაიფ („პორგი და ბესი“) და სხვ.;

1979 წელს ჩაირიცხა ლენინგრადის კონსერვატორიის საბალეტმაისტერო ფაკულტეტზე. დაამთავრა 1984 წელს;

1991 წლიდან კონტრაქტით მუშაობდა პოლონეთის ქ. შჩეცინში, სადაც დადგა ბალეტები : „კარმენ-სუიტა“ და „ბალეტების საღამო“;

1993 წლიდან იყო ქ. ვროცლავის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი ბალეტმაისტერი. ამ თეატრში დადგა ბალეტი „ამაო სიფრთხილე“;

1997 წლიდან მუშაობდა პედაგოგ-რეპეტიტორად და ბალეტმაისტერად ქ. ვროცლავის სკოლა-სტუდიაში.

წყარო:

ნადარეიშვილი ლეილა. აბესაძე გივი მიხეილის ძე // ქართული ბალეტი /. ნადარეიშვილი. - თბილისი,  2010. - გვ.104.


გააზიარე: