The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გიორგი ტაბატაძე

გიორგი ტაბატაძე
დაბადების თარიღი:31 ოქტომბერი, 1968  (55 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

გიორგი ვაჟას ძე ტაბატაძე დაიბადა 1968 წლის 31 ოქტომბერს, ლენინგრადში.

პროფესიული განათლება მიიღო ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში (1977-1987 წწ.). პედაგოგები:ლ. მხითარიანი და ზ. ამონაშვილი;

1987-1991 წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი;

1991-1993 წწ. ბალეტის მსახიობად მუშაობდა საბერძნეთში;

1994-2003 წწ. კვლავ წარმატებიტ ასრულებდა სოლო და წამყვან პარტიებს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სპექტაკლებში: ფრანცი („კოპელია“), დროსელმაისტერი („მაკნატუნა“), პრინცი („გედების ტბა“), სოლორი („ბაიადერა“), სპორტინგ ლაიფი („პორგი და ბესი“), ფრანგი („ფიროსმანი“), ყველა სოლოს პარტია გოგი ალექსიძის ერთაქტიან ბალეტებში, სადაც გამოამჟღავნა გროტესკული და კომედიური როლების შესრულების ნიჭი;

თეატრის დასთან ერთად მონაწილეობდა საგასტროლო გამოსვლებში იაპონიაში, ინგლისში, ბელგიაში, ესპანეთში, იტალიაში, ჩინეთში, ტაილანდში, ბანგკოკში და სხვ.;

2003 წლიდან გიორგი ტაბატაძე კონტრაქტით მუშაობს აშშ-ში, ილინოისის შტატის ქ. ბლუმინგტონის „ბალეტ-ტიეტრში“ სოლისტად. თავის მეწყვილე ეკა ბეზირგანთან ერთად დაკავებულია ბალეტებში: „მძინარე მზეთუნახავი“ (პრინცი) და „მაკნატუნა“ (დროსელმაისტერი და პრინცი)…;

მონაწილეობას იღებს თეატრის თანამედროვე რეპერტუარშიც. პარალელურად, კლასიკურ ცეკვას ასწავლის თეატრთან არსებულ საბალეტო სკოლაში.

წყარო:

ნადარეიშვილი ლეილატაბატაძე გიორგი ვაჟას ძე  // ქართული ბალეტი /ნადარეიშვილი. - თბილისი,  2010. - გვ.140-141


გააზიარე: