The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გულბაათ დავითაშვილი

გულბაათ დავითაშვილი
დაბადების თარიღი:29 ივლისი, 1902
გარდაცვ. თარიღი:3 თებერვალი, 1982  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

გულბაათ ივანეს ძე დავითაშვილი დაიბადა 1902 წლის 29 ივლისს, ქ. ქუთაისში.

1919 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. პარალელურად, 1919-1922 წწ. სწავლობდა თბილისის კონსერვატორიაში საფორტეპიანო ფაკულტეტზე და 1920-1922 წწ - საბალეტო სტუდიაში (პედ. : მ. მორდკინი);

1922 წლიდან ცხოვრობდა საზღვარგარეთ. საბალეტო განათლებას სრულყოფდა

ბერლინში, ე. ნიკოლაევთან (1922-1924 წწ.);

1925 წელს დაამთავრა ინდუსტრიული ინსტიტუტი გერმანიაში;

1926 წელს შევიდა პარიზის პრეობრაჟრნსკის საბალეტო სტუდიაში. ბალეტის ხელოვნებას ეუფლებოდა ოლგა პრეობრაჟენსკაიასთან (1926-1931წწ.);

გ. დავითაშვილის დებიუტი შედგა 1929 წელს მონტე-კარლოში, სადაც იცეკვა პეტრე ჩაიკოვსკის ბალეტ „მაკნატუნაში“(ლ. კარპოვას საბალეტო დასი ქ. ნიცაში); ამავე წლიდან გახდა ი. რუბენშტეინის დასის სოლისტი. გამოდიოდა ნიჟინსკისა და ვოიცეხოვსკისთან ერთად პარიზის „გრანდ ოპერაში“, მონტე-კარლოში, ლონდონის „კოვეტ გარდენში“,  იტალიის, ესპანეთისა და ევროპის სხვადასხვა ქალაქების საბალეტო თეატრების სცენებზე, სადაც წარმატებით ასრულებდა სხვადასხვა საცეკვაო პარტიებს: მოცეკვავე (მ. რაველის „ბოლერო“, ნ. რიმსკი-კორსაკოვის „ესპანური კაპრიჩიო“) და სხვ.;

1929- 1946 წწ. იყო „ბალე რიუს დე მონტე-კარლოსა“ და პარიზის ოპერის სოლისტი და ბალეტმაისტერი. აქ მან განახორციელა დადგმები: რიმსკი-კორსაკოვი „შეჰერეზადა“ (1936), რაველი „დაფნისი და ქლოე“ (1937), დელიბი „კოპელია“ და „სილვია“ (1938), „სიუიტა თეთრებში“, „ვარდის ზმანება“, „სიყვარული - ჯადოქარი“, „არაგონული ხოტა“ (ყველა 1939) და სხვ.;

საბჭოთა კავშირში დაბრუნების შემდეგ, 1951-1953 წწ. იყო ტაშკენტის ალიშერ ნავოის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი ბალეტმაისტერი, ხოლო 1954-1955 წწ. ბაქოს  ახუნდოვის სახელობის თეატრის მთავარი ბალეტმაისტერი, პარალელურად, კვლავ მუშაობდა ამავე თანამდებობაზე ტაშკენტში.

1960 წლიდან  - თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტმაისტერი;

გ. დავითაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლების მცირე ჩამონათვალი:

თბილისში – „პასაკალია“ ი. ბახის მუსიკაზე, მოროზოვის „ექიმი აიბოლიტი" (1949), სოგეს "მოხეტიალე კომედიანტები" (1968), რაველის „ბოლერო“ (1969), ყარა-ყარაევის „ქუხილის ბილიკით“ (1972) და სხვ.;

ქ.სვერდლოვსკის ოპერისა და ბალეტის თეატრში: 1950 წელს - „პარიზის ალი“, „შვიდი მზეთუნახავი“’ ;

ბაქოს საოპერო სტუდიაში: ქორეოგრაფიული ნომრები ბ. სმეტანას ოპერისათვის „გაყიდული საპატარძლო“ (1950);

ტაშკენტის ოპერისა და ბალეტის თეატრში: ყარა ყარაევის "შვიდი მზეთუნახავი" (1954),  მ. რაველის "ბოლერო" და სხვ.;

ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრში – მ. რაველის "ბოლერო" და "დაფნისი და ქლოე", შტრაუსის "ვალსი", (1959); ვებერის "ვარდის ზმანება", გლინკას "არაგონული ხოტა" და სხვ.;

ბალეტმაისტერს ეკუთვნის მრავალი ქორეოგრაფიული ნომერი პარიზის ტელესტუდიისა და კინოსათვის. ასევე, მის მიერ არის დადგმული ცეკვები ქართულ კინოფილმებში: "მამლუქი", "ბაში–აჩუკი", "ფიროსმანი";

გულბაათ დავითაშვილს 1960 წელს მიენიჭა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება.

გარდაიცვალა 1982 წლის 3 თებერვალს, თბილისში.

წყარო:

საქართველო: ენციკლოპედია: .2. – თბილისი, 2012. – გვ. 276; georgianencyclopedia.ge

ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 136 

https://ka.wikipedia.org/wiki/გულბაათ_დავითაშვილი

ნადარეიშვილი ლეილა. დავითაშვილი გულბათ ივანეს ძე  // ქართული ბალეტი /. ნადარეიშვილი. - თბილისი,  2010. - გვ.120.


გააზიარე: