The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


სერგო გოცირიძე

დაბადების თარიღი:1906  (118 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

საოპერო მომღერალი (ბანი) სერგო ვიქტორის ძე გოცირიძე დაიბადა 1906 წელს, ქ. ქუთაისში.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ვოკალური). პედაგ.: ვ. ქაშაკაშვილი, ბარერო.

1929–1930 წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი;

1931 წლიდან გადაიყვანეს მოსკოვის დიდი თეატრში, სადაც მოღვაწეობდა მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე;

ამავე დროს, მუშაობდა ვოკალის პედაგოგად მოსკოვის გნესინების სახელობის მუსიკა-პედაგოგიკის ინსტიტუტში;

1937 წლის დეკემბერში მონაწილეობა მიიღო ლენინგრადის ფილარმონიის დიდ დარბაზში გამართულ ქართული მუსიკის საღამოზე. შეასრულა რამდენიმე არია ზ. ფალიაშვილისა და დ. არაყიშვილის ოპერებიდან სოფია დავიდოვას აკომპანიმენტით.

მომღერლის ქართული რეპერტუარი: აბიო (ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი"), მაკარი (ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), გიორგი–მეფე (მ. ბალანჩივაძე "დარეჯან–ცბიერი") და სხვ.

სხვა რეპერტუარი: რამფისი, სპარაფუჩილე (ვერდი "აიდა", "რიგოლეტო"), ნილაკანტა (დელიბი "ლაკმე"), რუსლანი (გლინკა "რუსლანი და ლიუდმილა"), გრემინი, კოჩუბეი (ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი", "მაზეპა"), პიმენი (მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"), მეწისქვილე (დარგომიჟსკი „ქალთევზა“) და სხვ.; 

1941-1945 წლებში სერგო გოცირიძე მონაწილეობდა თეატრის საფრონტო ბრიგადების კონცერტებში. ომის შემდეგ მისი კვალი აღარ ჩანს.

წყარო:

1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 124 

2. https://100philharmonia.spb.ru/persons/9632/

 

 


გააზიარე: