The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გიორგი გიორგის ძე გოცირიძე

გიორგი გიორგის ძე გოცირიძე
დაბადების თარიღი:14 ნოემბერი, 1910
გარდაცვ. თარიღი:1 მაისი, 1977  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ტროეკუროვის სასაფლაო, მოსკოვი, რუსეთი
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

გიორგი გიორგის ძე გოცირიძე დაიბადა 1910 წლის 14 ნოემბერს, ქ. თბილისში.

1934 წელს დაამთავრა თბილისის საინჟინრო–სამშენებლო ინსტიტუტი;

1938 წელს -  მოსკოვის კომუნალური მეურნეობის აკადემია;

მუშაობდა მშენებელ-არქიტექტორად და ეწეოდა სამეცნიერო მოღვაწეობას ქ. მოსკოვში;

1941 წლის ივლისში გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში და სასწავლებლად გაგზავნეს ვ. კუიბიშევის სახელობის სამხედრო-საინჟინრო აკადემიაში, რომლის დაჩქარებული კურსი დაამთავრა 1942 წლის სექტემბერში;

მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა სტალინგრადთან, მდ. დონთან. მეთაურობდა 62-ე საინჟინრო ბატალიონს ვორონეჟის ფრონტზე. მდინარე დნეპრის გადალახვის დროს გამოჩენილი მამაცობისთვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირი წოდება (1943, 23 ოქტომბერი );

1945 წელს თადარიგში გავიდა გვარდიის პოდპოლკოვნიკის წოდებით;

ომის შემდეგ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოსკოვში. 1968 წლიდან იყო მოსკოვის ოლქის მთავარი არქიტექტორი;

გიორგი გოცირიძის ნამუშევართაგან აღსანიშნავია: ცენტრალური აეროჰიდროდინამიკის ინსტიტუტის კომპლექსი, აკად. ა. ტუპოლევის ექსპერიმენტული ბაზა (1951, 1953), მოსკოვის ოლქის რაიონული დაგეგმარების პროექტი (1973), მოსკოვის საგარეუბნო ზონის დაგეგმარების პროექტი (1976) და სხვ.;

მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის: საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება (ორგზის: 1950 და 1951 წწ.), საბრძოლო ორდენები და მედლები;

გარდაიცვალა 1977 წლის 1 მაისს, მოსკოვში. დაკრძალულია ტროეკუროვის სასაფლაოზე.

წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია: .2. – თბილისი, 2012. – გვ.129

2. https://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_გოცირიძე_(არქიტექტორი)

3. https://ru.wikipedia.org/wiki/Гоциридзе,_Георгий_Георгиевич 


გააზიარე: