The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ლია გულუა

ლია გულუა
დაბადების თარიღი:1980
გარდაცვ. თარიღი:2019  (39 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

ლია გულუა 1980 წელს, თბილისში დაიბადა. მამა იურისტი გახლდათ. მათი ოჯახი საქართველოდან 1992 წელს წავიდა და მას შემდეგ ისინი ავსტრიაში ცხოვრობდენ. ლია მაშინ 11 წლის იყო. ოთხი და-ძმანი იყვნენ. ერთი ძმა ვენაშია, და ლუქსემბურგში ცხოვრობს, ლიას ტყუპისცალიც ვენის მკვიდრია.

ლია გულუა ადრეული ბავშვობიდან, 4 წლის ასაკიდან ხატავდა. მან კარგი სამხატვრო განათლება მიიღო. სწავლობდა ლონდონის უიმბლდონის ხელოვნების სასწავლებელში, მოგვიანებით, იქვე – კემბერუელის კოლეჯში, შემდეგ – ავსტრიაში, ვენის ნატიფი ხელოვნების აკადემიაში (2001-2007). ამავე პერიოდში ირიცხებოდა რომის ხელოვნების საერთაშორისო აკადემიაში.

სისტემატურად მონაწილეობდა თანამედროვე არტ ხელოვნების გამოფენებში, აქციებსა და პერფორმანსებში. არამარტო ხატავდა, წერდა კიდეც თანამედროვე ხელოვნებაზე ჟურნალში - Vernis, რომელიც ანდერგრაუნდზე იყო ორიენტირებული.

ფლობდა რამდენიმე უცხო ენას.

ლია გულუამ ვენაში დააარსა საკუთარი სასწავლებელი “თავისუფლების აკადემია”, რომელიც ხალხის საქველმოქმედო ჩართულობას ითვალისწინებდა. ბავშვებს ხატვას ასწავლიდა, დევნილებს - უფასოდ. 

სამშობლოსთან კავშირი არასოდეს გაუწყვეტია. პერიოდულად ჩამოდიოდა და აქაც არაერთხელ მოაწყო თავისი ნამუშევრების გამოფენა.

2019 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მეუღლესთან განქორწინებული იყო.  მხატვარს ორი  გოგონა დარჩა.

წყარო:

1. https://kvirispalitra.ge/article/50953- 38 წლის ქართველი მხატვარი ვენაში გარდაცვლილი იპოვეს//კვირის პალიტრა. თბილისი. 2019, 20 თებერვალი 

2. https://www.radiotavisupleba.ge/a/ukhilavi-parda/27119043.html

3. გულუა, ლია."Space is important" for lia / ლია გულუა ; ესაუბრა მაკა კუკულავა და ქეთა ლომიძე // ანაბეჭდი. - თბ., 2007. - აპრილი. - N23. - გვ.38-42


გააზიარე: