The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მიხეილ გიორგის ძე კალატოზიშვილი

მიხეილ გიორგის ძე კალატოზიშვილი
Date of birth:19 May, 1959
Date of death:12 October, 2009  (at 50 years)
Burial location:ნოვოდევიჩევოს სასაფლაო, მოსკოვი
Category:Actor/Actress, Filmmaker, Screenwriter

Biography

კინორეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი და მსახიობი მიხეილ გიორგის ძე კალატოზიშვილი 1959 წლის 19 მაისს დაიბადა თბილისში. მამა - გიორგი და ბაბუა მიხეილ კალატოზიშვილები ასევე კინორეჟისორები იყვნენ.

მიხეილ კალატოზიშვილმა 1981 წელს დაამთავრა მოსკოვის კინომატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტი (ВГИК). მუშაობდა მეორე რჟისორად მამასთან - გიორგი კალატოზიშვილთან (ფილმი „გმადლობთ რატილი“).

1984 წლიდან საქართველოშია. გადაიღო ფილმები: „სკაპენის ოინები“ და „რჩეული“ („მატეო ფალკონეს“ ადაპტირებული ვარიანტი). ეს უკანასკნელი მადრიდის კინოფესტივალზე 1992 წელს სპეციალური პრიზით და „ოქროს არწივით“ დაჯილდოვდა.

მიხეილ კალატოზიშვილი 1992 წლიდან მოსკოვში მოღვაწეობს. ყველაზე ცნობილია მისი ბოლო ნამუშევარი „ველური მდელო“ (2008 წ.).  ფილმმა ვენეციის, მარაკეშის, კოტბუსის და სხვა ფესტივალების პრიზები დაიმსახურა. კალატოზიშვილი იყო რამდენიმე ფილმის პროდიუსერი.

2000 წელს რუსული კინოს განვითარებისათვის დაარსა „მიხეილ კალატოზოვის ფონდი“.

მიხეილ კალატოზიშვილი 2009 წლის 12 ოქტომბერს გარდაიცვალა ინფარქტით. დაკრძალულია მოსკოვში, ნოვოდევიჩევოს სასაფლაოზე.

წყარო:

კალატოზიშვილი მიხეილ // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.111. - პარალელური ტექსტი ქართ. და ინგლ. ენ.


Share: