The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ლევან ტიელიძე

ლევან ტიელიძე
დაბადების თარიღი:7 ოქტომბერი, 1986  (37 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი

ბიოგრაფია

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ლევან ტიელიძე პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რია, რო­მე­ლიც ან­ტარ­ქტი­და­ზე გა­ემ­გზავ­რა. ან­ტარ­ქტი­და ბევ­რი მკვლევ­რის აუხ­დე­ნე­ლი ოც­ნე­ბაა და მას მარ­თლაც რომ გა­უ­მარ­თლა, თუმ­ცა ად­ვი­ლად არა­ფე­რი მო­სუ­ლა - მან ჯერ ახალ ზე­ლან­დი­ა­ში და­იც­ვა სა­დოქ­ტო­რო, რო­მე­ლიც ან­ტარ­ქტი­დულ კვლე­ვებს უკავ­შირ­დე­ბა, შემ­დეგ ავ­სტრა­ლი­ის მო­ნა­შის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რი გახ­და და მისი კვლე­ვის სა­გა­ნი კვლავ ან­ტარ­ქტი­დაა.

ექ­სპე­დი­ცი­ა­ში ჩარ­თუ­ლია 27 მეც­ნი­ე­რი, ძი­რი­თა­დად, სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი­დან - ბი­ო­ლო­გე­ბი, ეკო­ლო­გე­ბი, გე­ო­ლო­გე­ბი, გე­ო­ფი­ზი­კო­სე­ბი და გე­ოგ­რა­ფე­ბი. მათი მი­ზა­ნია აღ­მო­სავ­ლეთ ან­ტარ­ქტი­დის ერთ-ერთი უდი­დე­სი, დენ­მე­ნის მყინ­ვა­რის კომ­პლექ­სუ­რი შეს­წავ­ლა. გად­ნო­ბის შემ­თხვე­ვა­ში მხო­ლოდ ამ მყინ­ვარს აქვს მსოფ­ლიო ოკე­ა­ნის დო­ნის 1,5 მეტ­რით აწე­ვის პო­ტენ­ცი­ა­ლი.

სპე­ცი­ა­ლუ­რ კვლე­ვი­თ პროგ­რა­მაში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია ავ­სტრა­ლი­ის რამ­დე­ნი­მე დიდი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, მათ შო­რის მო­ნა­შის უნი­ვერ­სი­ტე­ტიც, სა­დაც ლევანი ამ­ჟა­მად მოღვაწეობს მკვლე­ვა­რის პო­ზი­ცი­ა­ზე (პა­რა­ლე­ლუ­რად, იგი წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტს, სა­დაც ასე­ვე აკა­დე­მი­ურ თა­ნამ­დე­ბო­ბას ი­კა­ვებს).

ლევან ტიელიძე დაიბადა 1986 წლის 7 ოქტომბერს, თბილისში. 2003 წელს დაამთავრა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის თბილისის 164-ე საშუალო სკოლა. 2007 წელს - ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის სპეციალობით; 2009 წელს - ამავე უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურა, გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის და კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის სპეციალობით. მეცნიერის კვლევის სფეროა: მთის მყინვარების გლაციო-გეომორფოლოგიური შესწავლა თანამედროვე კლიმატის ცვლილების ფონზე. მყინვარების კარტოგრაფირება GIS და Remote Sensing-ის გამოყენებით. პლეისტოცენური,ჰოლოცენური და მცირე გამყინვარების რეკონსტრუქცია.

2016 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. არის გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი გეომორფოლოგია-გლაციოლოგიის მიმართულებით. 

სტაჟირება და სამეცნიერო ვიზიტები: 2019 წ. - დედამიწის, ატმოსფეროს, და გარემოს მეცნიერებების ფაკულტეტი. მონაშის უნივერსიტეტი. ავსტრალია;

2018 წ. - ციურიხის უნივერსიტეტი, გეოგრაფიის დეპარტამენტი. შვეიცარია;

2015-2017 წწ. - ჩრდილოეთ ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტი, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს კვლევის ფაკულტეტი. კანადა, ბრიტანეთის კოლუმბია;

2014-2015 წწ. - მეინის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების ინსტიტუტი. ამერიკის შეერთებული შტატები, მეინი.

2006 წლიდან მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის განყოფილებაში ლაბორანტად, 2009-2018 წლებში მუშაობდა ამავე განყოფილებაში მეცნიერ-თანამშრომლის, ხოლო 2018-2020 წლებში უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე. 

2019 წელს მოიპოვა სადოქტორო პროგრამაზე სწავლის სრული 100% - იანი დაფინანსება  მეორე სადოქტორო დისერტაციაზე სამუშაოდ ანტარქტიკის კვლევით ცენტრში (უელინგტონის ვიქტორიას უნივერსიტეტი), ახალი ზელანდია. დაფინანსება მოიცავდა ყოველთვიურ სტიპენდიას, სწავლის საფასურს, საველე კვლევებს, სამეცნიერო ვიზიტებს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში და სხვა აქტივობებს. 

ახალგაზრდა მეცნიერი პირველი ქართველი დოქტორანტია, რომელმაც უელინგტონის ვიქტორიას უნივერსიტეტში ისწავლა და სადოქტორო დაიცვა. ამჟამად, ის გე­ოგ­რა­ფი­ის ორგზის დოქ­ტო­რია გლა­ცი­ო­ლო­გი­ის მიმართულებით.

ლევან ტიელიძე არის არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წევრი.

ამას­თან ერთად, ახერ­ხებს, რომ აქ­ტი­უ­რად იყოს ჩარ­თუ­ლი ქარ­თულ სა­მეც­ნი­ე­რო ცხოვ­რე­ბა­ში: მსოფლიო მყინვარების მონიტორინგის ცენტრის (ციურიხი, შვეიცარია) ოფიციალური კორესპონდენტი საქართველოში; საერთაშორისო გლაციოლოგიური საზოგადოების წევრი (კემბრიჯი, გაერთიანებული სამეფო); კრიოსფერული მეცნიერებების საერთაშორისო ასოციაციის ოფიციალური კორესპონდენტი საქართველოში; Global Land Ice Measurements from Space-ის  (GLIMS) რეგიონული ცენტრის წარმომადგენელი კავკასიის რეგიონში; მუდმივი მზრალობის მკვლევართა ახალგაზრდა ქსელის ეროვნული კორესპონდენტი საქართველოში; ვროპის გეომეცნიერებათა კავშირის წევრი (მიუნხენი, გერმანია); ამერიკის გეოლოგიური საზოგადოების წევრი (ბოულდერი, კოლორადო, აშშ); სამთო კარტოგრაფიული კომისიის წევრი (საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაცია); საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს წევრი; ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო საზოგადოების წევრი და თანადამფუძნებელი.

2012-2013 წწ. - მოწვეული ლექტორი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი. სალექციო კურსი - მყინვართა დინამიკა.

2018-2019 წწ. - მოწვეული ლექტორი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო და საინჟინრო ფაკულტეტი. სალექციო კურსი - გლაციოლოგია.

2022 წ. - ასოცირებული პროფესორი გლაციოლოგიაში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი.

2014 წელს დაჯილდოვდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლით, 2016 წელს მიენიჭა წინანდლის პრემია საბუნებისემტყველო მეცნიერებათა დარგში, 2017 წლის იანვრიდან არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიანტი, ხოლო 2017 წლის ოქტომბერში მიაკუთვნეს საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში მოღვაწე საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერის წოდება. 

ლევან ტიელიძე არის 60-მდე სამეცნიერო  ნაშრომის (მათ შორის ცხრა მონოგრაფიის) ავტორი და თანაავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე - საქართველოში, გერმანიაში, ჩინეთში, რუსეთში, ამერიკაში, შვეიცარიაში, თურქეთსა და ჰოლანდიაში.

წყარო: 

1. https://ka.wikipedia.org/wiki/ლევან_ტიელიძე

2. https://www.ambebi.ge/article/305248-am-mqinvaris-gadnobis-shemtxvevashi-okeanis-done-ai/ 

3. ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ვებ-გვერდი: geography.tsu.ge

4. https://faculty.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/02/Levan_CV_GEO.pdf

5. https://speech.ge/metsniereba/levan-tielidze-metsnieri-akhali-zelandia/


გააზიარე: