The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ივანე ნაკაშიძე

ივანე ნაკაშიძე
დაბადების თარიღი:4 იანვარი, 1848
გარდაცვ. თარიღი:1919  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

კავკასიის არმიის ოფიცერი ივანე ნაკაშიძე წარმოშობით იყო გურიიდან, ნაკაშიძეების თავადური საგვარეულოდან. ალექსანდრე მამუკას (მათეს) ძე ნაკაშიძის ვაჟი. მისი უფროსი ძმა, მიხეილ ნაკაშიძე (1844-1905) იყო ბაქოს გუბერნიის გუბერნატორი.

დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. შემდეგ თბილისის საგუბერნიო გიმნაზია დაამთავრა. მსახურობდა მეფის რუსეთის არმიაში.

1867 წლიდან მიავლინეს მეფის კანვოის (ბადრაგის) კავკასიის ესკადრონში. მონაწილეობდა 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომში. პლევნის აღებისას მეთაურობდა „მფრინავ“ სანიტარულ რაზმს.

სამხედრო კარიერა: კორნეტი ( 27.01.1879); პორუჩიკი (როტმისტრი) ( 06.04.1881); პოდპოლკოვნიკი (26.02.1894); პოლკოვნიკი (27.04.1901); გენერალ-მაიორი (06.05.1909).

1914 წლისთვის ირიცხებოდა საარმიო კავალერიაში. მსახურობდა წითელი ჯვრის უწყებაში, იყო წითელი ჯვრის რუსეთის საზოგადოების მთავარი სამმართველოს წევრი, დაჭრილ და დასახიჩრებულ სამხედრო პირთა შემწეობის გაცემის კომისიის თავმჯდომარე.

1917 წელს გენერალ-ლეიტენენტის ჩინით გადადგა სამხედრო სამსახურიდან ავადმყოფობის გამო.

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისთვის დაჯილდოებული იყო: რუმინეთის რკინის ჯვრით (1878), წმ. სტანისლავის I ხარისხის (1913) , წმ. ანას I ხარისხის (1917), წმ. ვლადიმირის IV (მახვილებით და ბაფთით – 1877) და III ხარისხის   (1911)  ორდენებით.

ივანე ნაკაშიძე ყველანაირად ეხმარებოდა ქართველ სტუდენტობას. მისი წყალობით, მრავალმა მათგანმა მიიღო განათლება სანკტ-პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში და დაენიშნა სტიპენდია. ქართველ ახალგაზრდობას არაერთხელ საჯაროდ გამოუხატავს მისდამი მადლიერება. 

ცხოვრობდა სანკტ-პეტერბურგში. გარდაიცვალა 1919 წელს. გარდაცვალების და დაკრძალვის ადგილი უცნობია.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/ივანე_ნაკაშიძე 

2. https://mematiane.ge/product-details.php?id=1238

3. https://nobility.pro/ru/statya/725-nakashidze-ivan-aleksandrovich.html 

4. https://ria1914.info/index.php/ Накашидзе_Иван_Александрович

 


გააზიარე: