The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მარიამ ფირცხალაიშვილი

მარიამ ფირცხალაიშვილი
დაბადების თარიღი:1991  (33 წლის)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

საოპერო მომღერალ მარიამ ფირცხალაიშვილის კარიერა ბათუმში დაიწყო. შემდეგ რამდენიმე წელი იტალიაში ისწავლა, 2018 წლიდან კი ესპანეთში, პლასიდო დომინგოს ცენტრში გააგრძელა დახელოვნება.

სიმღერა ძალიან პატარამ დაიწყო. როგორც დედა ეუბნება, სანამ ლაპარაკს დაიწყებდა, მანამდე ამღერდა. ქართული სიმღერები დეიდამ ასწავლა. როცა წამოიზარდა, ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლა-კოლეჯი დაამთავრა, მოგვიანებით – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური სიმღერის ფაკულტეტი.

ოპერის სცენაზე რომ სურდა ემღერა, მაშინ იგრძნო, როცა მოცარტის „ჯადოსნური ფლეიტა“ მოისმინა...

პირველი შეხება კლასიკურ მუსიკასთან ჰქონდა 15 წლის ასაკში, როდესაც მოხვდა თამაზ ცერიაშვილის კლასში, ბათუმში. იქიდან დაიწყო ყველაფერი.

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტზე სწავლის პერიოდში, 2013/2014 წწ. ახალგაზრდა მომღერალი (სოპრანო) იყო საოპერო სტუდიის სოლისტი. პედაგოგები ალა სიმონიშვილი და თამაზ ცერიაშვილი.

შემდეგ სამი წლის განმავლობაში სწავლობდა იტალიის ქალაქ ოზიმოში. 2018 წლის სექტემბრიდან კი ჩაირიცხა ვალენსიაში, პლასიდო დომინგოს ცენტრში – Centre de Perfeccionament Placido Domingo, სადაც მისაღები გამოცდების წარმატებით ჩაბარების შედეგად მოხვდა.

სწავლის პერიოდში ჰქონდა მასტერკლასები საოპერო ხელოვნების მსოფლიო ლეგენდებთან - ტენორ ჯაკომო არაგაისთან და მაესტრო პლასიდო დომინგოსთან. დასამახსოვრებელი იყო კონცერტები ვალენსიის ორკესტრთან ერთად.

2023 წელს შედგა მარიამ ფირცხალაიშვილის დებიუტი ქუთაისის ოპერის თეატრში, სადაც შეასრულა ტოსკას პარტია ჯაკომო პუჩინის ოპერაში „ტოსკა“.

წყარო:

1. https://sputnik-georgia.com/20240110/gaiget-ramdeni-wlis-xart-sinamdvilesi-285548253.html 

2. ერისთავი გიორგი. ირაკლი კახიძე ქუთაისის ოპერის თეატრში „ტოსკაში“ იმღერებს // საქართველოს რესპუბლიკა.

3. თბილისი. 2023. 2 თებერვალი. N13 (9545). გვ. 9

   
   

გააზიარე: