The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


კონსტანტინე წერეთელი

კონსტანტინე წერეთელი
Date of birth:25 December, 1909
Date of death:3 January, 1973  (at 63 years)
Category:Engineer

Biography

ჰიდრომშენებელი კონსტანტინე ევგენის ძე წერეთელი დაიბადა 1909 წლის 25 დეკემბერს, სოფელ პერევისაში (ახლანდელი ჭიათურის მუნიციპალიტეტი). ვ. ლენინის სახელობის საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1929 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა თურქმენეთის სსრ-ში: 1929-1936 წლებში ყარაყუმის უდაბნოს მიმოკვლევის კომპლექსური რაზმის უფროსად, 1936- 1945 წლებში კი ამავე უდაბნოს გაწყლოვანებისა და ათვისების კომპლექსის პარტიის ხელმძღვანელად;

1945-1953 წლებში - "კარაკუმსელვოდსტროის" სამმართველოს მთავარ ინჟინრად, ხოლო 1953-1973 წლებში ვ. ლენინის სახელობის ყარაყუმის არხის მშენებლობისა და ტრესტ "კარაკუმჰიდროსტროის" მთავარ ინჟინრად;

ქართველ ინჟინერს დიდი ღვაწლი მიუძღვის ყარაყუმის ყამირი მიწების ათვისებაში. მის დიდ დამსახურებად უნდა ჩაითვალოს, ასევე, ადგილობრივ მკვიდრთაგან ჩინებული კადრების მომზადება.

გარდაიცვალა 1973 წლის 3 იანვარს. დაკრძალულია თბილისში.

კონსტანტინე წერეთელს თურქმენეთში ძალიან აფასებდნენ. 1965 წელს მას მიენიჭა თურქმენეთის სსრ დამსახურებული მშენებლის წოდება; 1962 წელს გახდა ლენინური პრემიის ლაურეატი ყარაყუმის არხის მშენებლობისთვის; ორგზის იყო დაჯილდოებული შრომის წითელი დროშისა და საპატიო ნიშნის ორდენებით.

წყარო:

1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. 11.-თბ., 1987.-გვ.308 

2. საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 303-304

3. ნადიბაიძე, . კონსტანტინე წერეთელი [ჰიდრომექანიზაციის მთავარი ინჟინერი] აშენებს ყარა-ყუმის არხს [თურქმენეთში] //გაზ. თბილისი. - თბილისი, 1960. - 5 ივლისი

 



 


Share: