The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


თემურ კობახიძე

თემურ კობახიძე
დაბადების თარიღი:1952
გარდაცვ. თარიღი:21 აპრილი, 2022  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

თემურ კობახიძემ 1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.

1974-1976 წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტი, მთარგმნელი; 

1976-1983 წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საზღვარგარეთის თანამედროვე ლიტერატურული პროცესების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 

1986-1991 წწ. - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 

1992-2006 წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საზღვარგარეთის ლიტერატურის კათედრის პროფესორი; 

1992-2005 წწ. - ამავე უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დეკანი;

1995-2005 წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საზღვარგარეთის თანამედროვე ლიტერატურული პროცესების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, მეცნიერხელმძღვანელი; 

2001-2006 წწ. - ამავე უნივერსიტეტის ამერიკანისტიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი; 

2004-2006 წწ. - საზღვარგარეთის ლიტერტურის ისტორიის კათედრის გამგე;

2006-2009 წწ. - თბილისის უნივერსიტეტი "მეტეხი", ანგლისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი;

2009-2011 წწ. - CATS Canterbury College, Tutor, კენტერბერი, დიდი ბრიტანეთი (დისტანციური სწავლება), ლექტორი;

2009-2013 წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მოწვეული სრული პროფესორი;

2009-2014 წწ. - კავკასიის უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა, ევროპეისტიკის და ამერიკანისტიკის პროფესორი;

2011-2014 წწ. - კავკასიის უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოწვეული პროფესორი;

2014 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკული ლიტერატურის პროფესორი; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1991), პროფესორი (1996). სამეცნიერო ნაშრომების ავტორი;

ძირითად სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა (გამოქვეყნებული თეზისები) და საჯარო ლექციები:

“დროისა და სივრცის აგებულება უილიამ ფოლკნერისმოთხრობაში „ვარდი ემილისათვის“. ობამას ინსტიტუტის საერთაშორისო კონფერენცია, მაინცის უნივერსიტეტი, მაინცი, გერმანია 2017;

“უცნაური თანდასწრება: ტომას ელიოტი ვლადიმირ ნაბოკოვის „ლოლიტაში“”. The International Association of University Professors of English. Conference. London, 2016;

“დროის მუსიკალიზაცია ტომას ელიოტის „ოთხ კვარტეტში”. ტომას ელიოტის და ეზრა პაუნდის საზოგადოებების ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია. რაპალო, იტალია, 2016;

„დრო და სივრცე ელიოტის ლექსში „ბერბანკი ბედეკერით: ბლაისტაინი სიგარით“. საერთაშორისო კონფერენცია “Time and Place in T. S. Eliot and His Contemporaries”, ფლორენცია, იტალია, 2015;

“დრო და მარადისობა ტომას ელიოტის გვიანდელ პოეზიაში”. საერთაშორისო კონფერენცია “Literature and Cross-Cultural Routes”. კომოტონი, საბეძნეთი, 2014;

“საკრალური დროის ძიება ტომას ელიოტის „მოგვთა მგზავრობაში“. The International Association of University Professors of English. Conference. ცინხუას უნივერსიტეტი, პეკინი, 2013;

“გაზიარებული მითოლოგია: ელიოტის მინიშნებები ნაბოკოვის „ლოლიტასა“ და „ფერმკლთალ ალში“ BASEES/ICCEES European Congress, Fizwilliam College, University of Cambridge, 2013;

“წმინდანთა შორის მას იხილავენ“: მისტიკური კრავის თაყვანისცემა ტ. ს. ელიოტის „ჰიპოპოტამში“. საერთაშორისო სიმპოზიუმი მოდერნისტულ ლიტერატურაში. ფლორენცია, იტალია, 2012  და სხვ.;

სამეცნიერო გრანტებსა და პროგრამებში მონაწილეობა:

2013 – 2014: ლონდონის უნივერსიტეტის ინგლისურ კვლევათა ინსტიტუტის მოწვეული მეცნიერი (ფელოუ). ლონდონი, დიდი ბრიტანეთი.

2013 – ღია საზოგადოება - საქართველოს (ჯორჯ სოროსის) ფონდის გრანტი სამეცნიერო საქმიანობის წარმართვისათვის;

2002 წლიდან - კოლეჯის მუდმივი წევრი, ქლერ ჰოლი, კემბრიჯის უნივერსიტეტი, კემბრიჯი, დიდი ბრიტანეთი;

2001 – 2002: ფელოუ, კლერ ჰოლის კოლეჯი, კემბრიჯის უნივერსიტეტი, კემბრიჯი, დიდი ბრიტანეთი;

2000 – ფელოუ, ზალცბურგის სემინარი, ზალცბურგი, ავსტრია;

1999 – 2005: ხელმძღვანელი, ევროკავშირის ტასის ტემპუსისა და ბრუნელის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) ერთობლივი საგრანტო პროექტი “Cambridge Connection Centre”;

1994 - 1995: ფულბრაიტის პროგრამით მოწვეული მკვლევარი, სან ჰოსეს უნივერსიტეტი, კალიფორნია, აშშ.;

სამეცნიერო საზოგადოებების და ფონდების წევრი:

ინგლისური ენისა და ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაცია (IAUPE), ბერნი, შვეიცარია;

კემბრიჯის უნივერსიტეტის ალუმნუსთა ასოციაცია (Cambridge Alumni). საერთაშორისო ექსპერტი, რომულადო დელ ბიანკოს სახელობის ფონდი, ფლორენცია, იტალია;

ტომას ელიოტის სერაშორისო საზოგადოება, სენტ-ლუისი, მისური, აშშ;

ბრიტანეთის ელიოტის საზოგადოება;

ჯეიმზ ჯოისის საქართველოს ასოციაცია;

საქართველოს ამერიკისმცოდნეობის ასოციაცია;

ჟურნ. Homo Loquens, რედკოლეგია;

საქართველოს გოეთეს საზოგადოება;

International Journal of American Studies, რედკოლეგია;

მუდმივი წევრი - კლერ ჰოლის კოლეჯი, კემბრიჯის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი;

ვიცე-პრეზიდენტი და წევრი - საქართველოს მულტილინგვალური ასოციაცია (FIPLV საქართველოს ფილიალი);

გარდაიცვალა 2022 წლის 21 აპრილს.

წყარო:

1. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: old.tsu.ge 

2. https://old.tsu.ge/data/image_db_innova/TemurKobakhidzeCV.pdf


გააზიარე: