The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


როლანდ ომანაძე

როლანდ ომანაძე
დაბადების თარიღი:7 ივლისი, 1950  (74 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი

ბიოგრაფია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკური ლოგიკის და დისკრეტული სტრუქტურების კათედრის გამგე როლანდ ომანაძე დაიბადა 1950 წლის 7 ივლისს.

1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1974 წელს ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1981 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 1994 წელს სადოქტორო დისერტაცია ამავე ინსტიტუტში;

1975-1977 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი;

1977-2006 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში: უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად (1977-1983 წლებში), უფროს მეცნიერ-თანამშრომლად (1983-199 წლებში) და წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად (1994-2006 წლებში);

2006 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი და მათემატიკური ლოგიკისა და დისკრეტული სტრუქტურების მიმართულების ხელმძღვანელია;

სხვადასხვა დროს იყოს მიწვეული მომხსენებლი რამდენიმე საერთაშორისო კონფერენციაზე, მათ შორის: 1992 წელს საერთაშორისო კონფერენციაზე მათემატიკურ ლოგიკაში (ყაზანი), 1997 წელს - საერთაშორისო კონფერენციაზე ალგებრასა და მათემატიკურ ლოგიკაში (ნოვოსიბირსკი), 2004 წელს ყაზანის უნივერსიტეტის 200 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციაზე ალგებრასა და ანალიზში. 2014 წელს საერთაშორისო კონფერენციაზე ალგებრასა და მათემატიკურ ლოგიკაში (ყაზანი);

მონაწილეობდა 2011 წელს ბარსელონაში გამართულ Logic Colloquium-ის მუშაობაში. ჩართული იყო რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო გრანტში;

2002 წელს ექვსი თვით იმყოფებოდა სიენას (იტალია) უნივერსიტტში NATO-CNR-ის პროგრამით. წყვილში მუშაობის პროგრამით სამჯერ, თითო თვით იმყოფებოდა ობერვოლფახის (გერმანია) მათემატიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (2005 წ, 2006 წ და 2009 წ);

პროფესორ როლანდ ომანაძის სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენს: გამოთვლადობის (რეკურსიის) თეორია, მათემატიკური ლოგიკა, მესერთა თეორია, სიმრავლეთა თეორია, უნივერსალური ალგებრა. არის 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთა დიდი ნაწილი გამოქვეყნებულია იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალებში;

ამავე დროს, არის საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის წევრი, Association Of Symbolic Logic-ის წევრი (2007 წლიდან), Association Of Computability In Europe-ის წევრი (2003 წლიდან), საერთაშორისო ჟურნალების: Mathematical Reviews და Zentralblatt MATH-ის რეცენზენტი.

წყარო:

https://tsu.ge/ka/library/lib-authors/10358


გააზიარე: