The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


სანდრო დალაქიშვილი

სანდრო დალაქიშვილი
დაბადების თარიღი:197?
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

სანდრო თამაზის ძე დალაქიშვილი დაიბადა თბილისში, მხატვრების ოჯახში. ხატვა ორი წლის ასაკიდან დაიწყო და რამდენიმე წელიწადში მას უკვე დახატული ჰქონდა ბატალური სცენები. ბავშვობიდანვე მისი საყვარელი მხატვრები ყოფილან - ბოსხი და ბრეიგელი. ანატომია დამოუკიდებლად შეუსწავლია.

1980-იან წლებში სანდრო დალაქიშვილმა გალერისტების ყურადღება მიიპყრო, როგორც გრაფიკოსმა. ფერწერა მის შემოქმედებაში მოგვიანებით შემოვიდა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფი სმხატვრო აკადემია.

1990-იან წლებში სანდრო და მისი მეუღლე, ასევე მხატვარი ნინო ფხალაძე (ნინა პერი) საფრანგეთში გადავიდნენ საცხოვრებლად. ამ პერიოდიდან ისინი უკვე ფრანგულ გალერეებთან თანამშრომლობენ.

„პარიზში ახალი ტილოებისთვის შექმნილმა ექსპრომტ-ჩანახატებმა მათ ფერწერის კომპოზიცირი ქარგა და თხრობის მანერა უკარნახა. ამ მოტივებში თბილი, ნათელი და ლამაზი ტონებით გაზავებული მხატვრული სინამდვილე აისახა, ანუ თანამედროვე კონტრასტული პარიზი, სადაც პერსონაჟები გამოსახვის პერსპექტივებში თანაბრად საინტერესოდ და სრულყოფილად იკითხებიან. ნამუშევრებში აშკარაა მხატვრების შესრულების მაღალი ტექნიკა, რომელიც ძველი ოსტატების მხატვრული ტრადიციებისა თუ ესტეტიკის გაგრძელებაა...“,-  ცოცხალი ფერები, კიჩის, კლასიკისა და იმპრესიონიზმის ნაზავი, ასე ახასიათებენ ხელოვნების კრიტიკოსები ახალგაზრდა მხატვრების შემოქმედებას.

„პარიზულ პერიოდს“ ეკუთვნის ნინოს და სანდროს პერსონალური ექსპოზიციები Domuxovski-ს, Modern art gallery-ს, Natali-ს, De Buset-ის გალერეებში და roit-ის აუქციონში მონაწილეობა“.

რამდენიმე წლის შემდეგ ცოლ-ქმარი სამშობლოში დაბრუნდა. ამჟამად თბილისში ცხოვრობენ და ხშირად აწყობენ ერთობლივ გამოფენებს, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ: 2004 წელს ჰქონდათ გამოფენა თბილისში, გალერეა „კოპალაში“; 2019 წელს - ბათუმის ხელოვნების მუზეუმში; 2013 წელს მონაწილეობდნენ ჯგუფურ გამოფენაში, გერმანიაში, ქალაქ კიოლნში; 2019 წელს -  თბილისში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ქართველი და ბულგარელი მხატვრების ავტოპორტრეტების ერთობლივ ექსპოზიციაში, სახელწოდებით - „გამოსახულებით და მსგავსებით“; 2019 წლის თებერვალში - საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, გამოფენა „ევოლუცია & დეკადანსი“ =„evolution & decadance“ და სხვ. 

2018 წელს თბილისში, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართა სანდრო დალაქიშვილის პერსონალური გამოფენა "მამაკაცის ცხოვრება". ეს გამოფენა მხატვარმა მიუძღვნა მამაკაცის შეცნობას მისი თვალთახედვით, მისი აზრებითა და ხელოვნებით. ექსპოზიციაში გაერთიანდა 2015 – 2018 წლებში შექმნილი 17 ნამუშევარი. ხელოვანი შეეცადა გაეაზრებინა და გადმოეცა სხვადასხვა დროის მამაკაცის ცხოვრება, კულტურული თვითმყოფადობა და მსოფლმხედველობა.

წყარო: 

1. https://ajaratv.ge/video/5783

2. მახარაძე, მზეხა. ამ ნამუშევრებში კონტრასტულ პარიზს შეიცნობთ : გამოფენა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2004. - 22 სექტემბერი. - N220(4949). - გვ. 8

3. ჯაფარიძე, თეონა. "კოპალაში" საგამოფენო სეზონი გაიხსნა / თეონა ჯაფარიძე // 24 საათი. - თბილისი, 2004. - 17 სექტემბერი. - N221 (770). - გვ.B2

4. ნინო ფხალაძე და სანდრო დალაქიშვილი  // „ჩვენებურები", მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი. თბილისი, 2007 წ., 19-30 დეკემბერი. თბილისი, 2007  

   

გააზიარე: