The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მალხაზ სალდაძე

მალხაზ სალდაძე
დაბადების თარიღი:11 სექტემბერი, 1977  (47 წლის)
კატეგორია:პოლიტოლოგი

ბიოგრაფია

მალხაზ სალდაძე კარტერის მშვიდობისა და კონფლიქტების მოგვარების სკოლის სადოქტორო კანდიდატია ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში. მისი სადოქტორო კვლევის მიზანია შეისწავლოს საქართველოში არსებული კონფლიქტების მიზეზების აღქმა მშვიდობისა და სამართლიანობის პრიზმაში, როგორც ამას მათში მონაწილე მხარეები ხედავენ.

დაიბადა 1977 წლის 11 სექტემბერს ქ. ქუთაისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, ასევე, მოსკოვის (რუსეთი) სოციალური და ეკონომიკური მეცნიერებების სკოლა.

ფლობს მაგისტრის ხარისხს პოლიტიკურ მეცნიერებაში მანჩესტერის უნივერსიტეტისგან და მოსკოვის სოციალური და ეკონომიკური სკოლისგან.

მანამდე მან მიიღო მაგისტრის ხარისხი რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის კვლევებში ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯექსონის საერთაშორისო კვლევების სკოლაში.

2002-2003 წწ. კითხულობდა ლექციებს მოსკოვის სოციალური და ეკონომიკური მეცნიერებების სკოლაში;

2004 წლიდან მუშაობდა ლექტორად და მკვლევრად სხვადასხვა აკადემიურ და სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში: მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების  კავკასიურ ინსტიტუტსა და სოციალურო კვლევების ინსტიტუტში;

2007-2008 წწ. იყო სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს აღმასრულებელი მდივანი;

2009-2012 წწ. მუშაობდა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის  პროგრამის კოორდინატორის თანამდებობაზე ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოში";

2012 წლის ივნისიდან ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს პროგრამების კოორდინატორია.

როგორც ქართული სამოქალაქო საზოგადოების და სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელმა, მან სხვადასხვა პროგრამისა და პროექტის საშუალებით წლების განმავლობაში იმუშავა სამოქალაქო ჩართულობისა და ევროინტეგრაციის საკითხებზე.

ბოლო წლების განმავლობაში იგი ასევე მოწვეულ მასწავლებლად მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც პოლიტიკურ ფილოსოფიას, შედარებით პოლიტიკასა და ისტორიას ასწავლის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტზე. არის ასოცირებული პროფესორი.

წყარო:

 1. თავისუფლების დღიურები, 2014 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2015.-გვ.190

 

2. https://faculty.iliauni.edu.ge/business/saldadze-malkhaz/


გააზიარე: