The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გუგა ჩხიკვაძე

გუგა ჩხიკვაძე
სხვა სახელი:გიორგი
დაბადების თარიღი:198?
კატეგორია:მუსიკოსი, მწერალი

ბიოგრაფია

აშშ-ში მოღ­ვა­წე კონცერტ-პიანისტი, პედაგოგი და მწერალი გი­ორ­გი-გუგა ჩხიკ­ვა­ძე დაიბადა ქალაქ თბილისში. მუსიკის მიმართ მიდრეკილება ადრეული ასაკიდან გამოამჟღავნა. დედა მევიოლინე ჰყავს და მის მოწაფეებთან მეცადინეობას ბავშობიდან ადევნებდა თვალ-ყურს. გასაკვირი არ არის, რომ ამ გარემოში გაზრდილი მუსიკოსი გახდა.

ადრეულ ასაკში ნიჭიერთა ათწლედში ფორტეპიანოზე სწავლის პარალელურად, სერიოზულად იყო დაკავებული სპორტით, თამაშობდა ფეხბურთს ვლადიმერ ელოშვილისა და გია ჩარკვიანის ნორჩ ფეხბურთელთა სკოლაში. დაახლოებით 13 წლის ასაკში, ორი განსხვავებული დარგიდან, არჩევანი მუსიკაზე გააკეთა.

გუგა ჩხიკვაძე საქართველოში მეცხრე კლასამდე სწავლობდა ნიჭიერთა ათწლედში, პედაგოგ ლალი გურგენიძის და პაინისტ ანი ტაკიძის კლასში. 2000 წლიდან კი ამერიკაში გააგრძელა სწავალა, ინტერლოჰენის ხელოვნების აკადემიაში, სადაც 100%-იანი და­ფი­ნან­სე­ბით ჩა­ა­ბა­რა.

ბაკალავრიატზე სწავლობდა ინდიანას უნივერსიტეტში – პიანისტ ლექსო თორაძის კლასში, მაგისტრატურაზე -  ჩიკაგოს უნივერსიტეტში, ეთერ ანჯაფარიძის კლასში.

უკვე სტუდენტობისას მიიღო მონაწილეობა ნიუპორტის, ნიუ ბალთზის, ჰემპტონის, გილმორისა და სხვა პრესტიჟულ ფესტივალებზე.

გუგა ფლობდა პიანისტ იუბი ბლეიკისა და გილმორის ფესტივალების სტიპენდიებს.

2000 წელს პირველი ადგილი დაიმსახურა ინდიანაში შოპენის სახელობის კონკურსზე.

2013 წლიდან გუგა ჩხიკვაძე პალმ ბიჩის კოლეჯის საპორტეპიანო განყოფილების პროფესორია (აშშ, ფლორიდა) და ამავე დროს, სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო გან­ყო­ფილ­ბა­ზე, უამრავ ნი­ჭი­ერ პი­ა­ნისტს ზრდის.

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია ემიგრაციაშია საქართველოსთან კავშირი არ გაუწყვეტია, ხშირად ჩამოდის  და ამერიკაშიც პოპულარიზაციას უწევს ქართულ  კლასიკურ მუსიკას.

ამერიკელ მსმენელს მოსწონს ქართველ კომპოზიტორთა ორიგინალური ნაწარმოებები და ფესტივალებზე ხშირად სთხოვენ, რომ პროგრამაში ჩართოს. განსაკუთრებით უყვართ ალექსი მაჭავარიანის „ხორუმი“.

გუგა ჩხიკვაძე არა მარტო მუსიკოსია, ის მწერალიც არის. ამბობს, რომ ლიტერატურა ძალიან უყვარს, სამ ენაზე კითხულობს და ადვილად წერს.

2020 წელს გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა მისი რომანი  „წითელი კლავიშები”, წიგნში აღწერილია 1930-იანი წლების თბილისი, გაუსაძლისი ცხოვრება, დასმენები, უაზრო დაჭერა-დახვრეტები და ზოგადად, ხელოვანი ადამინის ფსიქიკა და ფიქრები სტალინის ეპოქაში.

რომანის ინსპირაცია გუგა ჩხიკვაძის ბაბუების ისტორია გახდა, რომლებიც 1930-იან წლებში გადაასახლეს. ხელოვანის ტრაგედია "წითელი რეჟიმის" წნეხის ქვეშ - ეს არის წიგნის მთავარი ხაზი, მთავარი სათქმელი კი ადამიანებისთვის საბჭოთა კავშირის სისასტიკის კიდევ ერთხელ შეხსენებაა.

წყარო:

1. https://old.primetime.ge/tsetskhlovan-qartul-temperaments-mkhold-musikashi-da-tserashi-vikeneb-amerikashi-moghvatse-qartveli-pianistis-tsiteli-klavishebi

2. https://report.ge/multimedia/dapatimrebebs-dziritadad-ghamit-itsqebdnen-guga-chkhikvadze/ 

გუგა ჩხიკვაძე // „ჩვენებურები", მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი. თბილისი, 2007 წ., 19-30 დეკემბერი. თბილისი, 2007


გააზიარე: