The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ანიან ყრუაშვილი

ანიან ყრუაშვილი
დაბადების თარიღი:1961  (63 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

ანიან ყრუაშვილი დაიბადა 1961 წელს საფრანგეთში, ქართველი ემიგრანტების ოჯახში. მისმა ბაბუამ საქართველო 1928 წელს დატოვა, ის ემიგრირდა საფრანგეთში და სამუადამოდ დასახლდა შალონში.

1980-1985 წლებში ანიანი სწავლობდა არქეოლოგიას საფრანგეთის სოციალურ მეცნიერებათა უმაღლესი სკოლაში.

ხატვა მოგვიანებით 1989 წლიდან დაიწყო, 1991 წლიდან ანიანი შეუერთდა “მხატვართა სახლს”.

მისი პირველი გამოფენა ჟერარ შომარას გალერეაში, ლიონში გაიმართა 1992 წელს. მას შემდეგ მონაწილეობს მრავალ გამოფენაში (58, მათ შორის 2 მუზეუმში და 51 ჯგუფური გამოფენა).

ანიან ყრუაშვილი თანამშრომლობს გალერეა “Chomarat”-თან ლიონში, გალერეა “Chantal Mélanson”-თან ანესიში, ლაპალესის თვითნასწავლი მხატვრების ხელოვნების მუზეუმთან.

წყარო:

https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/u-ts/kruashvili-anian.html


გააზიარე: