The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ლადო ფოჩხუა

ლადო ფოჩხუა
დაბადების თარიღი:1970  (54 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

ლადო ფოჩხუა დაიბადა სოხუმში, 1970 წელს. ექვსი წლიდან ხატავდა. 1990-1993 წლებში სწავლობდა სოხუმის ხელოვნების სახელოსნოში, 1993-2001 წლებში - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე.

1992-1993 წლების სამხედრო კონფლიქტის გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა სოხუმი და სხვა ლტოლვილებთან ერთად თბილისის მახლობლად, წყნეთში დასახლდა.

2001 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი თბილისის სამხატვრო აკადემიაში ფერწერისა და ბეჭდური გრაფიკის მიმართულებით.

სწავლის დასრულების შემდეგ პერიოდულად ცხოვრობდა სხვადასხვა ქვეყნებში: საქართველო, რუსეთი, აზერბაიჯანი, უნგრეთი, სადაც საერთაშორისო პროექტებზე მუშაობდა.

ლადო ფოჩხუა წლების განმავლობაში ეუფლებოდა აკადემიურ ცოდნას, აინტერესებდა კლასიკოსი მხატვრების ხელწერა და გამოცდილება. მისი შემოქმედების სხვადასხვა პერიოდები ახალი ტექნიკებისა და მედიების ათვისებას დაეთმო.

არტისტი ხელით ხატავს, მუშაობს კალმით და ტუშით ხშირად დიდ ფორმატზე. მისთვის საინტერესოა კლასიკური სახეების და ხელწერის ახალი ფორმატით რეპრეზენტაცია.

2004 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს ნიუ-იორკში.

სხვადასხვა პერიოდში მონაწილეობდა საქართველოში და საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებში.

პერსონალური გამოფენები: 2018 - დუბაის ხელოვნების ბაზრობა; 2013 - დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, თბილისი; 2013 - Brooklyn Box Gallery-ში, ნიუ-იორკი; 2012 - თბილისის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველო; 2009 - “სახლში დაბრუნების ხელოვნება”, გალერეა “არსი”, თბილისი, საქართველო; 2008 - “ბაღები, გემები და გაკვეთილები”, კ. პეტრი ჰაზის გალერეა, ბუდაპეშტი, უნგრეთი; 2004 – “ძველი გალერეა”, თბილისი, საქართველო; 2003 – “ბარბაროსების ლოდინში”, გალერეა “კლუბი 22”, თბილისი, საქართველო; 2001 – "მოფიქრებული და გადმოღებული ნახატები", ძველი გალერეა, თბილისი, საქართველო; 2000 – “ჯადოსნური გეოგრაფია”, “ძველი გალერეა”, თბილისი, საქართველო; 1998 – “ჯადოსნური გეომეტრია”, გალერეა “TMS”, თბილისი, საქართველო.

ჯგუფური გამოფენები: 2018 - წიგნი ახალი არისტოკრატიისთვის, წყალტუბოს ხელოვნების ფესტივალი, Project ArtBeat, საქართველო; 2015 - აღმოაჩინე საქართველო ნიუ-იორკში, Chelsea Market, ნიუ იორკი, აშშ; 2014 - დუბაის ხელოვნების ბაზრობა; 2013 - შემთხვევითი სიმარტივე, საინაუგურაციო გამოფენა, ბრუკლინ ბოქს გალლერი, ბრუკლინი, ნიუ იორკი, აშშ; 2013 - აფექტების შემდეგ, Chashama Art Space - ჩელსი, ნიუ იორკი, აშშ.; 2009 – პრაღის ბიენალე, 4 მაისი - ქართველების გამოფენა “ From Individ to DVD”, ჩეხოსლოვაკია; 2008 – "ბაღები, გემები და გაკვეთილები", კ. პეტრი ჰაზის გალერეა, ბუდაპეშტი, უნგრეთი; 2008 – ქართველ მხატვართა გამოფენა, ევროპის ფესტივალი, გალერეა “ NBL”, ლაიფციგი, გერმანია; 2003 – XX საუკუნის ქართველ მხატვართა რეტროსპექტივა, თბილისის ისტორიის მუზეუმი ქარვასლა, საქართველო; 2002 – ორი ხელოვანის გამოფენა, გალერეა “კლუბი 22”, თბილისი, საქართველო; 2001 – “21 ქართველი მხატვარი”, გაერო, პარიზი, საფრანგეთი; 2001 – ს. ბაკულ-ზადეს საგამოფენო დარბაზი, ბაქო, აზერბაიჯანი; 2001 – “უტოპია: კონცეპტუალისტი ტომას მური”, “ძველი გალერეა”, თბილისი, საქართველო; 1999 – ორი მხატვრის გამოფენა, “ძველი გალერეა”, თბილისი, საქართველო; 1999 – “ულტრამარინი”, გალერეა “ TMS ”, თბილისი, საქართველო.

ლადო ფოჩხუას ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებში საქართველოსა და საზღვარგარეთ.

ხელოვანი ამერიკაში ლექციებსაც კითხულობს. მისი მიზანია ქართველი მხატვრების პოპულარიზაცია და ამერიკელი აუდიტორიისთვის მათი შემოქმედების უფრო ახლო გაცნობა. ასე მაგალითად, ნიუ-იორკში, კოლუმბიის ჰარიმანის ინსტიტუტში ის წარსდგა საინტერესო ლექციით “ ქართული საბჭოთა რეალიზმის სახე 1919-1991 წლებში მხატვრობაში და დიზაინში“. ამ პერიოდის საბჭოთა საქართველოში მოღვაწე მხატვრების - დავით კაკაბაძის, ელენე ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის ნამუშევრების რეტროსპექტივით მან დამსწრე აუდიტორიას ანექსირებული საქართველოს რეალობა დაანახა.

2020 წელს თბილისში გამოიცა ლადო ფოჩხუას რომანი „ენიკი ბენიკი“. მასში მოთხრობილია ავტორის  სოხუმურ ცხოვრებაზე, იქიდან გამოქცევასა და თბილისამდე მოსასვლელ გზაზე. რომანი გამოსცა გამომცემლობა „ინდიგომ“. მიღებული აქვს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ლიტერატურული პრემია.

წყარო:

1. pochkhua.com

2. https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/u-ts/pochkhua-lado.html 

3. https://archive.propaganda.network/ka/artist/text/64/lado-fochkhua

4. კევლიშვილი, მაკა. ლადო ფოჩხუა: მე არ ვხატავ ავტომატებს  // ტაბულა. - თბილისი, 2011. - 20-26 მაისი. - N61. - გვ.61-62.

5. ფოჩხუა, ლადო. ლადო ფოჩხუა "ქართული მელანქოლიის ანატომიით" : ინტერვიუ / ესაუბრა დეა თავბერიძე // პრაიმტაიმი. - თბილისი, 2013. - 14 ოქტომბერი. - N40. - გვ.46.


გააზიარე: