The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ქრისტინე ტუსიაშვილი

ქრისტინე ტუსიაშვილი
დაბადების თარიღი:1982  (42 წლის)
კატეგორია:არტისტი

ბიოგრაფია

ქრისტინე ტუსიაშვილი დაიბადა 1982 წელს, თბილისში.

2000-2006 წლებში გაიარა ხელოვნების თეორიისა და ისტორიის კურსი თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 

2008 წელს გადავიდა გერმანიაში, სადაც 2009-2014 წლებში სწავლობდა პროფესორ თომას გრუნფელდის კლასში (დუსელდროფის სამხატვრო აკადემია), შემდეგ კი დაამთავრა ფოტოგრაფიისა და მედიის კურსი ესენის სახვითი ხელოვნების აკადემიაში (ქრისტიან ჰანცშის მაგისტრანტი).

ქრისტინე ტუსიაშვილი ძირითადად მუშაობს ვიდეო-ინსტალაციებზე, პერფორმანსებზე, ფოტოგრაფიაზე. მონაწილეობა მიიღო არაერთ ჯგუფურ და სოლო გამოფენაში გერმანიაში, ინგლისში, პოლონეთში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში.

მათ შორისაა:

2009- ვარცხნილობა (პერფორმანსი) ბარსელონა;

2010- K20 ობსტრუქცია. ესენი გერმანია;

2011- რეანიმაცია. (არტ კავკასია) თბილისი საქართველო;

2012-2015 Accademia Apulia დიდი ბრიტანეთის ფოტოგრაფიის პრემია ლონდონი;

2013  - მარსალას ხელოვნების ფესტივალი. ბოხუმი გერმანია;

2014 - ART Transfer, კატოვიცე, პოლონეთი;

2016 - avatar "YES". თანამედროვე მულტიმედიური გამოფენა მხატვრობით, ფოტოგრაფიით, ინსტალაციითა და ვიდეო არტით. სივრცე თანამედროვე ხელოვნებისთვის, ბათუმი, საქართველო;

2017 - LIFE N STYLE. ბეჭდვის საერთაშორისო ფესტივალი. თბილისი, საქართველო;

2017 - NRW ფორუმი, სლაიდ შოუ ერიკ კესელსთან, დიუსელდორფი, გერმანია;

2017 წელი - ვისბადენის Fototage ფესტივალი თანამედროვე ფოტოგრაფიისთვის;

2018 - DA! ხელოვნების პრემია, დიუსელდორფი, გერმანია;

2018 - 288-ე ჯგუფური გამოფენა, Park-Kultur, დიუსელდორფი, გერმანია;

2019-თანამედროვე ხელოვნების სივრცე. ბათუმი, საქართველო;

2019- Walk for Freedom Performance. დიუსელდორფი, გერმანია;

2020- ადამიანი ვებკამერით, ციფრული ოაზისი. თბილისი, საქართველო;

2020- I8M/20 ფოტოგრაფიული ხელოვნება. დიუსელდორფი, გერმანია;

2022 წლის  ივლის-სექტემბერში, თბილისში, გალერეა „ნოვოში“ ჩატარდა ქრისტინე ტუსიაშვილის პერსონალური გამოფენა   – „ის, რაც ჩემშია“. ორგანიზატორების ინფორმაციით,  გამოფენაში გაერთიანდა ბოლო წლებში შექმნილი ფოტო და ვიდეო ნამუშევრები.

2023 წლის ივლის-აგვისტოში, კაჭრეთში, რია ქებურიას საგამოფენო სივრცეში, გაიმართა  ქრისტინე ტუსიაშვილის კიდევ ერთი პერსონალური გამოფენა - „მრავალფეროვანი აზროვნება“.

 წყარო

1. https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/s-t/tusiashvili-kristine.html 

2. https://archive.propaganda.network/ka/artist/text/211/kristine-tusiashvili


გააზიარე: