The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მიხეილ მგელაძე

მიხეილ მგელაძე
დაბადების თარიღი:2 აპრილი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:დიპლომატი

ბიოგრაფია

საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ფედერაციის დიპლომატი მიხეილ მიხეილის ძე მგელაძე დაიბადა 1948 წლის 2 აპრილს, ქ. თბილისში.

1972 წელს დაამთავრა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტი (МГИМО); 1989 წელს -  საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია;

არის ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი.
1972 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა დიპლომატიურ თანამდებობებზე საბჭოთა კავშირის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და საზღვარგარეთ.

სამუშაო გამოცდილება: 1994-1997 წწ. -  რუსეთის ფედერაციის საელჩოს მრჩეველი ინდოეთში; 2002-2005 წწ. - რუსეთის ფედერაციის გენერალური კონსული მადრასში (ჩენაი, ინდოეთი); 2005-2006 წწ. - რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს აფრიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2006-2012 წწ. - რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიანმას კავშირში.

მინიჭებული აქვს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის წოდება (2012, 1 მაისი).

მეორე ხარისხის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი (2004, 13 ივლისი); პირველი ხარისხის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი (2009, 11 მარტი)

ფლობს ინგლისურ და ტამილურ ენებს.

 წყარო:

https://ka.wikipedia.org/wiki/მიხეილ_მგელაძე

https://ru.wikipedia.org/wiki/ Мгеладзе,_Михаил_Михайлович

 


გააზიარე: