The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


თამარ გრძელიძე

თამარ გრძელიძე
დაბადების თარიღი:21 მაისი, 1958  (66 წლის)
კატეგორია:ფილოლოგი

ბიოგრაფია

თამარ გრძელიძე დაიბადა 1958 წლის 21 მაისს, ქ. თბილისში.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი (1974-1979) და ამავე ფაკულტეტის ასპირანტურა ძველი ქართული ლიტერატურის განხრით.

1984 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია  თემაზე - „ორიგინალური ქართული ჰაგიოგრაფიის სიმბოლიკა“ (ხელმძღვანელები: პროფ. ლევან მენაბდე და პროფ. რევაზ სირაძე);

1985-1991წწ. იყო შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ- მკვლევარი ძველი ქართული ლიტერატურის დარგში;

1985-1991წწ. - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თბილისის მეექვსე საავტორო სკოლაში; 

1992-1993 წწ.- თავისუფალი სტუდენტი წმ. ვლადიმერის მართლმადიდებლურ სასულიერო სემინარიაში (ნიუ-იორკი, აშშ);

1993-1994 წწ. - თავისუფალი სტუდენტი ანგლიკანურ სემინარიაში (რიპონის კოლეჯი, ქადსდონი, ოქსფორდი, დიდი ბრიტანეთი);

1994-1998 წწ. - გაიარა დოქტორანტურის კურსი აღმოსავლეთ-ქრისტიანულ თეოლოგიაში და 1998 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტში მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი სპეციალობით თეოლოგია, ნაშრომით „ადგილისა და სივრცის საკითხი მაქსიმე აღმსარებლის ნაწერებში“. ხელმძღვანელი - პროფ. კალისტე (ტიმოთე) უეარი;

1998 ივლისი-1999 ოქტომბერი -  განათლების „მეგაპროექტის“ დირექტორი, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, თბილისი, საქართველო;

2000 იანვარი-დეკემბერი -  ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მიერ დაფინანსებული პროექტის ხელმძღვანელი, თბილისი, საქართველო;

ბოსეს ეკუმენური ინსტიტუტის მიწვეული პროფესორი (სელინი, შვეიცარია, 2002, 2004, 2006, 2008, 2010, 2012);

2001-2013 წწ. - ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს რწმენისა და წყობის განყოფილების მართლმადიდებელი თეოლოგიის აღმასრულებელი (ჟენევა, შვეიცარია); 

2014-2018 წწ.- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი წმიდა საყდართან (ვატიკანი) და მალტის სუვერენულ სამხედრო ორდენთან;

რომის წმ. თომა აქვინელის სახელობის პონტიფიკალური უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის მიწვეული პროფესორი, (რომი, იტალია, 2015-2017):

2019 წელს - წმ. მიქაელის კოლეჯის თეოლოგიური ფაკულტეტის მიწვეული პროფესორი ტორონტოს უნივერსიტეტში (კანადა); 

2020 წ. იანვარ-მაისი - სირუს ვანსის (სახელობის) მიწვეული პროფესორი მაუნთ ჰოლიოკ კოლეჯის საერთაშორისო ურთერთოებებისა და პოლიტიკის ფაკულტეტზე, საუთ ჰედლი, მასაჩუსეტსი, აშშ;

2020 წლის ნოემბრიდან ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.

2021-2022 წწ. - მიწვეული ლექტორი, კავკასიის უნივერსიტეტი, არტთერაპიის პროგრამა, თბილისი, საქართველო.

საპატიო წოდება, სტიპენდია: წმინდა ანდრიას სახელობის სტიპენდიანტი, ლამბეთი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი (1993-1997);

დამბარტონ ოაკსის (Dumbarton Oaks) მკითხველი, ვაშინტონი, აშშ (2006, ოქტომბერი-დეკემბერი);

არის ბერნის უნივერსიტეტის ბერნის უნივერსიტეტის (შვეიცარია) საპატიო დოქტორი, honoris causa (2007);

დუბლინის სამების კოლეჯის (The Irish School of Ecumenics) მკვლევარი, ირლანდია, 2011 ოქტომბერი-დეკემბერი;

ფლობს ინგლისურ,  რუსულ, ფრანგულ და იტალიურ ენებს.

ცალკეულ სამეცნიერო კრებულებში, პერიოდულ და ენციკლოპედიურ გამოცემებში გამოქვეყნებული აქვს ასზე მეტი სტატია ღვთისმეტყველების (მართლმადიდებელი, ეკუმენური), ეკლესიის ისტორიის, ჰერმენევტიკის სფეროში, ინგლისურ, ფრანგულ, ქართულ, ბერძნულ, იტალიურ ენებზე.

მიღებული აქვს პაპ პაიუს მეცხრის ორდენი, ვატიკანი, 2017;

მალტის სუვერენული სამხედრო ორდენის ჯილდო; 

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

წყარო:

1. ჭუმბურიძე ზვიად. დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1. - თბ., 2021. გვ. 63.

2. https://faculty.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/11/CV_qarthulad2023-1.pdf


გააზიარე: