The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ნინო ზურებიანი

ნინო ზურებიანი
დაბადების თარიღი:198?
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

ნინო ზურებიანმა სამედიცინო განათლება თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში მიიღო. რეზიდენტურაც საქართველოში დაასრულა ენდოკრინოლოგიის მიმართულებით. შემდეგ პროფესორ-მასწავლებლების რჩევით დაიწყო გერმანული ენის შესწავლა და პროფესიული დახელოვნების მიზნით გაცვლითი პროგრამით გაემგზავრა გერმანიაში.

პირველად ქალაქ ოლდენბურგში ჩავიდა 3 თვიანი სტაჟირების პროგრამით. უკვე თვენახევრის შემდეგ მიხვდა, რომ ეს ქვეყანა აძლევდა საშუალებას, ესწავლა მედიცინა უმაღლეს დონეზე და აერჩია ის განხრა, რაც მთელი გულით სურდა, კერძოდ პედიატრია.

ნინომ გერმანიაში გაიარა პედიატრიის რეზიდენტურის სწავლების ხუთწლიანი სრული კურსი და ამჟამად მუშაობს ქალაქ ბერლინში, Charité -ს საუნივერსიტეტო კლინიკის ნეონატოლოგიის განყოფილებაში. პარალელურად გადის ნეონატოლოგიის სრულ კურსს.

გერმანიაში პროფესიით ინტეგრირებისთვის ქართველმა ექიმმა საკმაოდ რთული და შრომატევადი გზა გაიარა. მიუხედავად იმისა, რომ გერმანული ენის ცოდნის მაღალი-C1 დონე ჰქონდა, ყოველდღიურად სჭირდებოდა ენის დახვეწა და ამ კუთხით საკუთარ თავზე მუშაობა. ასევე სამედიცინო მასალის და ლიტერატურის გაცნობა, სწავლა და პრაქტიკულ ღონისძიებებთან კორელაცია.

პროფესიული ცოდნისა და კლინიკურ საქმიანობაში პრაქტიკული გამოცდილების დაგროვების შემდეგ ნინომ წარმატებით ჩააბარა სახელმწიფო გამოცდები გერმანიაში სამედიცინო საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად.

წყარო:

1. https://speech.ge/meditsina/nino-zurebiani-eqim-pediatri-germania/ 

2. https://www.radiotavisupleba.ge/a/31558988.html


გააზიარე: