The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


თამილა ვარშალომიძე

თამილა ვარშალომიძე
დაბადების თარიღი:198?
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

თამილა ვარშალომიძე ილიაუნის ინგლისური და გერმანული ენების პედაგოგიური ფაკულტეტის ბაკალავრის მესამე კურსის სტუდენტი იყო როცა ჟურნალისტიკით დაინტერესდა. სამაგისტრო პროგრამის გავლა ინგლისში გადაწყვიტა, რადგან თვლიდა, რომ ბრიტანეთი ჟურნალისტიკის სტანდარტებისა და ასევე საუნივერსიტეტო განათლების მხრივ მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

სწავლა 2008 წელს სამხრეთ ინგლისის ქალაქ Bournemouth-ში დაიწყო და აქვე მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. ბორნმუტის უნივერსიტეტში სწავლის (2008-2009) პერიოდში სტაჟირება გაიარა ბიბისიში, პოლიტიკურ შოუ Hardtalk-ში. ეს გამოცდილება ძალიან დაეხმარა საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ში სამსახურის დაწყებასა და შემდეგ Al Jazeera English-ში მოხვედრაში, სადაც უკვე 10 წელია მუშაობს.

ამჟამად თამილა ვარშალომიძე არის ალ ჯაზირას ვებ საიტის უფროსი პროდიუსერი, რაც მოიაზრებს aljazeera.com-ისთვის სტატიების წერას. ამ კომპანიაში 2013 წლიდან მუშაობს. ამ ხნის მანძილზე თანამდებობრივად ოთხჯერ დაწინაურდა და მსოფლიოს უამრავი კუთხიდან  ჩამოსულ ადამიანთან ითანამშრომლა.

მშობლიური ქართული ენის გარდა, თამილა ვარშალომიძე საუბრობს და წერს, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე. ძირითადად, ცხოვრობს და მუშაობს დოჰაში (ყატარი), თუმცა  ევროპის რედაქტორის ფუნქციასაც ითავსებს. მოგზაურობს, აშუქებს ახალ ამბებს, წერს თემატურ სტატიებს სხვადასხვა ქვეყნებიდან და რამდენიმე დოკუმენტური ფილმიც გადაიღო მისთვის საინტერესო თემებზე.

წყარო:

1. https://speech.ge/skhvadaskhva/thamila-varshalomidze-zhurnalisti-katari/

2. https://qa.linkedin.com/in/tamila-varshalomidze-73091915


გააზიარე: