The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ანა ფირცხალაშვილი

ანა ფირცხალაშვილი
დაბადების თარიღი:5 იანვარი, 1976  (48 წლის)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

სამართლის დოქტორი ანა ფირცხალაშვილი დაიბადა 1976 წლის 5 იანვარს, ბათუმში.

1998 წ. წარჩინებით დაასრულა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;

1999 წ., ერთი წლის მანძილზე, სწავლობდა და წარმატებით დაამთავრა ბერლინის უცხო ენათა ინსტიტუტი;

2000-2002 წწ. გაიარა ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა და მიენიჭა სამართლის მაგისტრის წოდება (Magister Legum, LL.M.);

2003-2008 წწ. იყო პოტსდამის უნივერსიტეტის დოქტორანტი;

2009 წ. პოტსდამის უნივერსიტეტის მიერ მიენიჭა სამართლის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი (წარჩინებით) (Dr. Jur.);

2006 წელს მან სტაჟირება გაიარა  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტის (ბუნდესთაგის) ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული დახმარების კომიტეტში, ასევე საქართველოში - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტერგრაციის  სამინისტროში;

2007-2009 წლებში  იგი იყო პოტსდამის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა (კვლევით) ცენტრში ასისტენტ მკვლევარი/ დოქტორანტი და ამავდროულად მუშაობდა  ბერლინის „ქართულ სახლში“ რეპეტიტორიუმის ხელმძღვანელად (მოწვეული მასწავლებელი);

2009-2010 წწ. - იურიდიული/ საადვოკატო მომსახურების ბიუროში “ბერლინის ადვოკატთა საზოგადოება”, ადვოკატის თანაშემწე, სტაჟიორი;

2010-2011 წწ. -  საქართველოს საკონსტუტიციო სასამართლოს კვლევებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტში უფროსი მრჩეველი;

ანა ფირცხალაშვილს აქვს პედაგოგიური და სამეცნიერო მუშაობის საკმაოდ მდიდარი გამოცდილება ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე:

2010-2011 წ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი;

2012-2014 წ. საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი საჯარო /კონსტიტუციური სამართალში;

2014 წლის შემოდგომის სემესტრში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;

2014 წ. წლის 1 მარტიდან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი;

2016-2018 წწ.- ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

2016 წლიდან 2020 წლამდე, როგორც საქართველოს პარლამენტის მოწვეული ექსპერტი, აქტიურად იყო ჩართული სოციალური მუშაობის საკანონმდებლო რეფორმაში, ასევე დასაქმების ხელშეწყობის კანონის მომზადებასა და ბავშვის უფლებათა კოდექსის იმპლემენტაციაში;

დოქტორი ანა ფირცხალაშვილი არჩეულია ბერლინისა და ბრანდერბურგის უნივერსიტეტის განათლების კვლევის და ადმინისტრირების ინსტიტუტის ინოცავაციების საბჭოს წევრად.

2017 წლის ზამთრის სემესტრში იგი იყო ვურცბურგის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი, ხოლო 2018 წლის ზაფხულის სემესტრში - მოწვეული ლექტორი;

2020 წ-დან შვეიცარიის საერთაშორისო მობილობის ფონდის პროექტის “movertia” ქართული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი/ორგანიზატორი;

2019 წ. - ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) ექსპერტი/კონსულტანტი დასაქმების მხარდაჭერის კანონის დრაფტის შექმნასთან დაკავშირებით;

ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) ექსპერტი /კონსულტანტი საქართველოში დასაქმების პოლიტიკის საკანონმდებლო/სამართლებრივი ანალიზის მიმართულებით (2019);

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ექსპერტი/ავტორი საჯარო მოხელეთა სახელმძღვანელოს „ადმინისტრაციული წარმოება საჯარო სამსახურში“ შექმნის პროცესში (2019);

საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID/GGI კონსულტანტი და საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს ექსპერტი საჯარო სამსახურის ბიუროსთვის  გზამკვლევის (ელ. მოდულის) შესაქმნელად (2020);   

UNDP გაეროს განვითარების პროგრამისა და საჯარო სამსახურის ბიუროს პროექტის ფარგლებში მოხელეთა ფორუმის სპიკერი/ტრენერი (07.2020);     

WORLD VISON ექსპერტი/ტრენერი მუნიციპალიტეტებში სოციალური მუშაობის საპილოტე პროექტთან დაკავშირებით (05. 2020-20.2020);

ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) ექსპერტი/კონსულტანტი სოციალური მუშაობის კანონის ადგილობრივ თვითმმართველობაში დანერგვასა და მუნიციპალიტეტებში სოციალური მუშაობის განვითარებასთან დაკავშირებით (2020);  

ანა ფირცხალაშვილი არის მრავალი სამეცნიერო სტატიის, ანალიტიკური ნაშრომის, სახელმძღვანელოსა და მონოგრაფიის ავტორი და თანაავტორი, ასევე კონსტიტუციის და კანონების კომენტარების თანაავტორი, რამდენიმე სამეცნიერო გამოცემის რედაქტორი და რეცენზენტი.

სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით. მისი ინტერესის სფეროებია საკონსტიტუციო (სახელმწიფო მოწყობის) სამართალი, ადამიანის უფლებები, საკონსტიტუციო მართლმსაჯულება.

ანა ფირცხალაშვილი არის DAAD-ისა და შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მრავალგზის სტიპენდიატი. 2023 წელს მკვლევარი დაფინანსდა ევროკავშირის პროგრამის „Support to Georgia’s Researchers’ Mobility“ ფარგლებში, რომელიც საქართველოში DAAD-ის ხელშეწყობით ხორციელდება. იგი “ბერლინის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრსა და ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტში იმუშავებს კვლევაზე „მიგრაცია და გლობალური კონსტიტუციონალიზმის პარადიგმა“.

წყარო:

1.https://www.gruni.edu.ge/other_content/index/623/1525163646

2. https://www.facebook.com/DAAD.Georgia/posts/2333225853442466/

3. https://www.seu.edu.ge/uploads/files/ახალი%20აკადემიური%20პერსონალი/იურიდიული%20ფაკულტეტი/ანა%20ფირცხალაშვილი.pdf

4. https://www.seu.edu.ge/ka/1573/


გააზიარე: