The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


დავით გიორგაძე

დავით გიორგაძე
დაბადების თარიღი:1997  (27 წლის)
კატეგორია:ფოტოგრაფი

ბიოგრაფია

ხელოვანი და ფოტოგრაფი დავით გიორგაძე 2014 წლიდან გერმანიაში, ბერლინში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მანამდე თბილისში თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლობდა ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის ფაკულტეტზე, მაგრამ სწავლა არ დაუმთავრებია, რადგან თავისი იდეების პრაქტიკაში განხორციელება ეჩქარებოდა. მან თავისი სამუშაოს ძირითად მიმართულებად რეკლამა და მოდის ინდუსტრია აირჩია. უყვარს განსხვავებული სტილისტიკისა და ჟანრის შერწყმა, მიმართულების მიცემა. ბევრ პროექტზე მუშაობს და მონაწილეობს სხვადასხვა შოუში. პერმანენტულად მუშაობს მაღალი მოდის პროექტებზე, თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან როგორებიცაა: Burberry, Diesel, Prada, Miu Miu, Saint Laurent, Versace, Mugler, GmbH, Nina Ricci, Helmut Lang, თუმცა არტისტს კავშირი აქვს ქართულ ბრენდებთანაც. 

2018 წლიდან ბრიტანეთის მოდის საბჭო წლის ახალგაზრდა შემოქმედების სიას აქვეყნებს. 2019 წელს  ქართველი ფოტოგრაფი ბრიტანეთის მოდის საბჭოს მიერ შერჩეულ ტოპ 100 ხელოვანს შორის დასახელდა, მსოფლიო მასშტაბით, ინოვაციური და შთამაგონებელი ტალანტისთვის. 2020 წელს მან ამ კატეგორიაში ისევ დაიმკვიდრა საპატიო ადგილი, ამჯერად როგორც ერთ-ერთმა 50 გამორჩეულ ახალგაზრდა შემოქმედს შორის.

ფოტოგრაფი აღიარებულია პორტრეტების ჟანრში. მის ნამუშევრებს იხილავთ ისეთ პოპულარულ გამოცემებში, როგორებიცაა Vogue, Dazed, The face, Hero და სხვა. 

წყარო:

https://speech.ge/khelovneba/davith-giorgadze-photographi-germania/ 

https://thediary.ge/articles/kultura/davit-giorgadze-qartveli-modis-fotografis-varskvlavuri-portfolio


გააზიარე: