The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ლაშა გოგოხია

ლაშა გოგოხია
დაბადების თარიღი:198?
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

ამერიკაში მოღვაწე ექიმი ლაშა გოგოხია დაიბადა და გაიზარდა ქალაქ ჯვარში, წალენჯიხის რაიონში.

ბავშვობიდან ექიმობაზე ოცნებობდა. არასდროს ჰქონია ინტერესი სხვა პროფესიის მიმართ. მიზნის მღწევაში ყოველთვის გვერდში ედგა ოჯახი, რათა წარმატების მოპოვებისთვის ხელიდან არ გაეშვა არც ერთი მნიშნელოვანი თუ უმნიშვნელო შესაძლებლობა.

უმაღლესი სამედიცინო განათლება თბილისში მიიღო. ამერიკაში, თავდაპირველად, ჩავიდა, როგორც გაცვლითი სტუდენტი. მუშაობდა ტეხასის ტექნიკურ უნივერსიტეტში, შემდეგ იუტას უნივერსიტეტსა და ნიუ-იორკის ვეილ კორნელის სამედიცინო უნივერსიტეტში სამეცნიერო და კლინიკურ პოსტ-დოქტორანტად, ადიუნქტ პროფესორად და ასისტენტ პროფესორად პათოლოგიის, შინაგანი მედიცინისა და გასტროენტეროლოგიის განყოფილებებში.

ლაშა გოგოხია სამედიცინო  უნივერსიტეტებში სხვადასხვა დროს ასწავლიდა მიკრობიოლოგიას, იმუნოლოგიასა და ინფექციურ დაავადებებს.

ამჟამად მხოლოდ კლინიკური მედიცინით არის დაკავებული და მუშაობს კონექტიკუტში, სენტ მერის საავადმყოფოს შინაგანი მედიცინის განყოფილებაში, რომელიც იელის უნივერსიტეტის აფილირებული საავადმყოფოა.

მომდევნო წლიდან კი აპირებს გადასვლას ნიუ-იორკ ვეილ კორნელის საავადმყოფოში, სლოუნ კეტერინგის კიბოს მემორიალურ ცენტრში და სპეციალური ქირურგიის საავადმყოფოს გასტროენტეროლოგიის განყოფილებაში, რომელიც მსოფლიოში უმაღლესი დონის კლინიკური ცენტრია.

ლაშა გოგოხიას, როგორც ექიმის ინტერესის სფეროა დამიზნებითი იმუნოთერაპია და მცირედ ინვაზიური ტექნოლოგიებია, რომელიც დღეს საყლაპავის, კუჭნაწლავის, პანკრეასისა და ღვიძლის დაავადებების დიაგნოსტიკა- მკურნალობის თანამედროვე მიმართულებებია.

კლინიკურ მუშაობასთან ერთად დიდ დროს უთმობს სამეცნიერო საქმიანობას. მისი ნაშრომები ეხება კუჭ-ნაწლავის აუტოიმუნურ (კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი) და სიმსივნური დაავადებებს (წვრილი და მსხვილი ნაწლავის კიბო), მათ ინფექციურ გართულებებს და მართვას.

ქართველი ექიმის პუბლიკაციები ისეთ გავლენიან გამოცემებში არის დაბეჭდილი, როგორიც არის „Cell“, “Gastroenterology” და ასე შემდეგ.

ლაშა გოგოხიას ამერიკაში ცხოვრება მხოლოდ პრაქტიკული საქმიანობით არ შემოიფარგლება. წლების განმავლობაში სამეცნიერო, საქველმოქმედო და სამსახურეობრივი მისიით იმყოფებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში (აშშ, კანადა, იაპონია, გერმანია, საფრანგეთი, კოლუმბია, თურქეთი, ისრაელი, ეთიოპია).

არის სხვადასხვა ჯილდოს და გრანტის მიმღები, მათ შორის აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტიდან (NIH) და ამერიკის გასტროენტეროლოგთა ასოციაციიდან.

წყარო:

https://speech.ge/meditsina/lasha-gogokhia-eqimi-ashsh/

 


გააზიარე: