The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


სოფიკო ჩხეიძე

სოფიკო ჩხეიძე
დაბადების თარიღი:1981  (43 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

სოფიკო ჩხეიძე ქართველი არტისტია, რომელიც უკვე წლებია იტალიაში, მილანში ცხოვრობს და მუშაობს.

დაიბადა 1981 წელს თბილისში. აქვე დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 2003 წელს მოიპოვა იტალიის მთავრობის სტიპენდია და სწავლა მილანში გააგრძელა, MFA Brera Academy-ში.

ამჟამად მას იტალიის 3 გალერეა წარადგენს. ჰქონდა პერსონალური გამოფენა მილანში, ასევე, ბოლონიაში Gallerria de’ fosherar-ში. მუშაობს ახალ, მნიშვნელოვან პროექტებზე.

Art Inception Talks-ის ფარგლებში სოფიკო მოგვითხრობს, როგორია ქართველი არტისტისთვის ცხოვრება და მუშაობა იტალიაში, რა გამოწვევების წინაშე დადგა, როცა საერთაშორისო კარიერაზე დაიწყო მუშაობა.

„ჩემი შთაგონების წყაროა ადამიანი და მისი ცხოვრების დრო. ნამუშევრების ძირითადი თემაც დროა, გამოსახულების ბრძოლა სიცოცხლისთვის და მისი მეტამორფოზი... ძალიან დიდი დრო სჭირდება ფიქრს, შექმნას და განხორციელებას. ამავე დროს სულ ფხიზლად უნდა იყო, რომ შენი ხელოვნება არ გახდეს ბაზრის საქონელი. ხელოვნების გზა გრძელია და მარტოობით სავსე. საჭიროა მარადისობას გაუსწორო თვალი, იცოდე თუ რა არის შენი სათქმელი და როგორ მიიტან მას საზოგადოებამდე. დღევანდელმა დღემ და წარმატებამ არ უნდა დაგაბრმაოს, ის ხომ მრავალი ფაქტორზეა დამოკიდებული: ისტორიული წრე, კონტექსტი, ნაცნობების წრე ... ახალგაზრდა არტისტებს მინდა ვუთხრა: გწამდეთ, რომ გამოსახულებას შეუძლია სამყაროს შეცვლა!“. - ამბობს სოფიკო ჩხეიძე.

წყარო: 

1. https://speech.ge/khelovneba/sophiko-chkheidze-mkhatvari-italia/ 

2. https://www.facebook.com/events/online/art-inception-talks-with-sophiko-chkheidze/271346241568375/


გააზიარე: