The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


რუსუდან რუსიაშვილი

რუსუდან რუსიაშვილი
დაბადების თარიღი:197?
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

ექიმი რუსუდან რუსიაშვილი უკვე ოც წელზე მეტია, რაც საფრანგეთში მოღვაწეობს. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი წარჩინებით დაამთავრა, მაგრამ იმაში, რომ პროფესიის არჩევაში არ შეცდა თბილისის ერთ-ერთი კლინიკის ახალშობილთა განყოფილებაში მუშაობამ დაარწმუნა.

2002 წელს საფრანგეთში შემთხვევით მოხვდა, მაშინ ფრანგულიც არ იცოდა, მაგრამ მიხვდა, რომ ცხოვრება კარიერული წინსვლის შანსს აძლევდა და უკან არ დაიხია. დასაწყისი რა თქმა უნდა რთული იყო, ენის სწავლა და მუშაობა პარალელურ რეჟიმში უხდებოდა. მუშაობა უბრალო სტაჟიორად დაიწყო, სწავლობდა ტულუზის, მონპელიეს, პარიზის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტებზე. ყველა ჩაბარებულ გამოცდას, განვლილ კონკურსს კარიერული წინსვლაც მოსდევდა.

ბუნებრივია, რომ თვითრეალიზაციას საფრანგეთში დამკვიდრების სურვილიც მოჰყვა,
სურდა კიდევ ერთხელ დარწმუნებულიყო საკუთარ შესაძლებლობებში. ფრანგულ სამედიცინო წრეებში ინტეგრაცია არ გასჭირვებია. ბევრ წამყვან ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის გუნდთან ითანამშრომლომა.

2007 წლიდან მუშაობს უფროსი ექიმის სტატუსით. 2010 წლიდან პარიზის აგლომერაციის, ვიქტორ დუპუის ჰოსპიტალურ ცენტრში, მესამე დონის დედათა და ბავშვთა დეპარტამენტის, ახალშობილთა რეანიმაციასა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. თანამშრომლობს რამდენიმე კერძო კლინიკასთან, მონაწილეობს ინტერნებისა და ბებიაქალების სწავლებაში.

წყარო:

https://speech.ge/meditsina/rusudan-rusishvili-eqimi-saphrangethi/ 

 


გააზიარე: