The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ივანე ნასიძე

ივანე ნასიძე
სხვა სახელი:ვანო  (შემოკლებული ფორმა)
დაბადების თარიღი:26 მაისი, 1964
გარდაცვ. თარიღი:2012  (47 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მეცნიერი

ბიოგრაფია

გენეტიკოსი ვანო (ივანე) ნასიძე დაიბადა 1964 წლის 26 მაისს, თბილისში. მამა - კომპოზიტორი სულხან ნასიძე.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე.

1984-1986 წლებში სწავლა განაგრძო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1991–1995 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, შემდეგ სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა იტალიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე: „ადამიანის კავკასიური პოპულაციების გენეტიკური მრავალფეროვნება“.

1998 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიისინსტიტუტის გენეტიკის დეპარტამენტში (ლაიფციგი, გერმანია).

2008 წელს იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი.

ვანო ნასიძე გახლდათ კავკასიის რეგიონში ადამიანთა პოპულაციების მოლეკულური ანთროპოლოგიის მკვლევარი. მას გამოქვეყნებული აქვს არაერთი ნაშრომი კავკასიის პოპულაციების გენეტიკური ისტორიის შესახებ.

გარდაიცვალა 2012 წელს ლაიფციგში, საკუთარ სამუშაო ოთახში. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

წყარო:

1. საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006 /შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.115;

2. https://ka.wikipedia.org/wiki/ივანე_ნასიძე

3. https://www.geonecropol.com/442913166


გააზიარე: