The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ნინო თანდილაშვილი

ნინო თანდილაშვილი
დაბადების თარიღი:197?
კატეგორია:მეცნიერი

ბიოგრაფია

ნინო თანდილაშვილმა უმაღლესი განათლება საქართველოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, შემდეგ კი ვლისინგენის ბიზნეს სკოლა დაამთავრა ჰოლანდიაში. სწორედ ამ ქვეყანაში სწავლისას მიეცა საშუალება სტაჟირება პარიზში, ინსპექციის და სერტიფიკაციის მსოფლიოს წამყვან კომპანიაში გაევლო.

საფრანგეთში სტაჟირებაზე სულ 6 თვით ჩავიდა, მაგრამ ისე მოხდა,რომ დღესაც იქ საქმიანობს. მაშინ ფრანგული არ იცოდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, რადგან საერთაშორისო პროექტებზე მუშაობდა და შესაბამისად, მხოლოდ ინგლისურად უხდებოდა საუბარი. სტაჟირების დასრულების შემდეგ ჩაირიცხა პარიზის დოფინის უნივერსიტეტში, სადაც გაიარა მაგისტრატურის კურსი პროექტების მართვის მიმართულებით.
უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე მიიღო საინტერესო შეთავაზება კომპანია Bureau Veritas-ისაგან და პროფესიული კარიერა საერთაშორისო პროექტ მენეჯერად დაიწყო. 20-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობდა რეორგანიზაციის ტიპის პროექტებზე. საინტერესო სამსახურის პარალელურად ეცნობოდა უცხო კულტურებს.
უმაღლესი განათლების სფეროში მოღვაწეობა ნინოს ბავშვობის ოცნება იყო. ამბობს, რომ მისთვის ეს პროფესია ცოდნის გაზიარებასთან, მომავალი თაობის სწორად აღზრდასთან და საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანასთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ განაგრძო სწავლა პარიზის ნანტერის უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე და 2016 წელს დაიცვა დისერტაცია საჯარო მენეჯმენტის მიმართულებით.

ეს ნინო თანდილაშვილის უცხოეთში დაცული რიგით მეოთხე დისერტაცია იყო. ამჯერად  ფრანგულ ენაზე დაიცვა და  ჟიურის უმაღლესი შეფასება (mention très honorable avec félicitations du Jury) მიიღო.
ასე დაიწყო მისი მეორე, სამეცნიერო კარიერა. ასწავლიდა სხვადასხვა უნივერსიტეტსა და ბიზნეს სკოლაში. მეცნიერის კვლევების ძირითადი ინტერესი საჯარო მენეჯმენტი და რეფორმებია.

ნინო თანდილაშვილი ამჟამად არის მენეჯმენტის პროფესორი პარიზის ISC ბიზნეს სკოლაში. ასწავლს  სტრატეგიულ მენეჯმენტს, ბიზნეს კომუნიკაციას, პროექტების მართვას...; ასევე, ხელმძღვანელობს მაგისტრატურას და აქვეყნებს სტატიებს სამეცნიერო ჟურნალებში.

„ჩემი რჩევა მომავალი თაობისთვის ინტერესთა ფართო სპექტრის ქონა და შრომისმოყვარეობაა. ზოგს მეტი შრომა სჭირდება და ზოგს ნაკლები, მაგრამ მთავარია მონდომება და რწმენა. შეუძლებელი არაფერია!“, - ამბობს ქართველი მეცნიერი.

წყარო:

1. https://speech.ge/metsniereba/nino-thandilashvili-menejmentis-prophesori-saphrangethi/

 


გააზიარე: