The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


სოფო ჩხიკვაძე

სოფო ჩხიკვაძე
დაბადების თარიღი:1972  (52 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

სოფო ჩხიკვაძე დაიბადა 1972 წელს, თბილისში. ჰყავს ტყუპისცალი და  – თამრიკო, რომელიც ასევე მხატვარია.

ი. ნიკოლაძის სამხატვრო კოლეჯის დამთავრების შემდგომ (1988-1992), პროფესიული განათლება და მაგისტრის წოდება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში (1992-1997), სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე.

ამჟამად, ცხოვრობს და მოღვაწეობს ინგლისში (ლონდონი).  

მისი ნამუშევრები გამოირჩევა უნიკალური ხელწერით, გარკვეულწილად ნაივური სტილით, რომელიც პირდაპირ ემოციურ გავლენას ახდენს მნახველზე.

ხელოვანი ძირითადად ფერწერაში მუშაობს. მისი ნამუშევრები რეალური ცხოვრებიდან ან ფილმებიდან ამოჭრილ, გაშეშებულ კადრებს ჰგავს. ზოგჯერ მისი პერსონაჟები უკაცრიელი ლანდშაფტის, უკიდეგანო მინდვრების ან ზღვის ფონზე არიან წარმოდგენილი, რასაც ერთგვარი მისტიკა, სიურეალისტური განწყობა შემოაქვს სურათში.

სოფო ჩხიკვაძის ნამუშევრებში ზოგჯერ ფიგურირებს ნიშნები, სიმბოლოები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სურათის ინტერპრეტაციისას... (Project ART BEAT).

სოფო ჩხიკვაძეს ჰქონდა პერონალური გამოფენები, როგორც საქართველოში, ასევე, უცხოეთში. ხშირად მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებშიც.

სოლო გამოფენები: 2012 - საშობაო გამოფენა, პოპ არტ გალერი, ლონდონი; 2011 - გალერეა 9, თბილისი; 2009- კაროლინ ფარმილოეს სახვითი ხელოვნების გალერეა, ლონდონი; 2008 - ზამთრის გამოფენა, სირილ გერბერის სახვითი ხელოვნების გალერეა, გლასგო, შოტლანდია; არტ კლუბი, ხელოვნების სამეფო აკადემია, ლონდონი; სოლო შოუ “მიმ“, ბაქოს ხელოვნების გალერეა, ბაქო; 2007 - გალერეა ჰობბი, თბილისი და სხვა.

ჯგუფური გამოფენები: 2011- GABALA I ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა; 2010 - გალერეა ჰობბი, თბილისი; 2009 - პრაღის მე-4 ბიენალე, პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა; მონტანელის მუზეუმი, პრაღა; 2006 - რუსთაველის თეატრი, თბილისი; გალერეა კოპალა, თბილისი; 2004 - მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, მოსკოვი, რუსეთი; 2003 - გალერეა TMS, თბილისი; გალერეა ჰობბი, თბილისი; 2002 - თბილისის ეროვნული გალერეა, თბილისი; გალერეა „თაგისი“ თბილისი; საქართველოს გაეროს სახლი; 2001 -გალერეა N, თბილისი; გალერეა N, თბილისი; გალერეა ჰობბი, თბილისი;

ქართველი მხატვრის ნამუშევრები გამოიფინა ლონდონის 2018 წლის ხელოვნების ფესტივალის (London Art Fair 2018) ფარგლებში.

სოფო ჩხიკვაძის ნახატები დაცულია მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, მონტანელის მუზეუმში და კერძო კოლექციებში ევროპის მასშტაბით.

წყარო:

1. https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/u-ts/chkhikvadze-sopho.html

2.https://art.gov.ge/ge/portfolio/ჩხიკვაძე-სოფო/

3.https://at.ge/2022/05/12/sofo-chkhikvadze/ 

4.ჩხიკვაძე, სოფო. სოფო ჩხიკვაძის ირეალური რეალიზმი  // ამარტა. - თბ., 2007. ივნისი - აგვისტო. - N028. - გვ.132-135

5.დარჩია, ქეთი. მარტო უსასრულო სამყაროში...  // ბომონდი. - თბილისი, 2010. - მარტი. - N2(24). - გვ.68-70


გააზიარე: