The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ალექსანდრე თაქთაქიშვილი

ალექსანდრე თაქთაქიშვილი
სხვა სახელი:სანდრო  (შემოკლებული ფორმა)
დაბადების თარიღი:196?
კატეგორია:ფიზიკოსი

ბიოგრაფია

ვაშინგტონის გარეუბანში მდებარე აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის გოდარდის ცენტრი ნასას პირველი და უძველესი ცენტრია. ის ნასას დაარსებიდან სულ რამდენიმე თვეში შეიქმნა და უკვე 60 წლის იუბილე აღნიშნა.

ცენტრში დაახლოებით 10 000 ადამიანი მუშაობს. მათ შორის ერთ-ერთია ფიზიკოსი ალექსანდრე (სანდრო) თაქთაქიშვილი.

ამერიკაში წასვლამდე სანდრო თაქთაქიშვილი მუშაობდა აბასთუმნის ობსერვატორიაში. საბჭოთა კავშირის პერიოდში სამეცნიერო მივლინებებით ხშირად იყო რუსეთშიც.

ამერიკაში 2003 წლს წავიდა. მისი მეუღლე, მხატვარი ნანა ბაღდავაძე მაშინ სიეტლში ცხოვრობდა. სანდრომაც იქ დაიწყო მუშაობა, შემდეგ წელს ფლორიდაში გადავიდა, 2005 წელს კი მონაწილეობა მიიღო კონკურსში ცენტრის მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე და გაიმარჯვა.

2005 წლიდან სანდრო თაქთაქიშვილი მუშაობს ნასას გოდარდის კოსმოსური ფრენის ცენტრის ჰელიოფიზიკის განყოფილებაში, კოსმოსური ამინდის ლაბორატორიაში.

მეცნიერი ამბობს, რომ ამინდის ცოდნა სჭირდებათ სატელიტებს, მზეზე დაკვირვება და კოსმოსური ამინდის კვლევა აუცილებელია იმ მისიების უსაფრთხოებისთვის, რომლებივ დედამიწის გარეთ გადიან.

სანდრო თაქთაქიშვილი ხელოვანთა ოჯახიდან არის. მისი ბაბუა იყო დირიჟორი ოდისეი დიმიტრიადი, ბებია კი საოპერო მომღერალი ნადეჟდა ხარაძე. დედა, ნანა დიმიტრიადი (1932-2021) პიანისტი გახლდათ, მამა, ლევან თაქთაქიშვილი (1931-2003) პროფესიით ფიზიკოსი იყო, მაგრამ მთელი ცხოვრება ტელეფილმების სტუდიაში რეჟისორად მუშაობდა.

სანდრო თაქთაქიშვილის პირველი მეუღლე გახლდათ მსახიობი ლიკა ქავჟარაძე. სწო­რედ მას­თან ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს ერთადერთი ვაჟი, ლე­ვან თაქთა­ქიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც წლებია, ამერიკაში ცხოვრობს და იურისტად მუშაობს. ლევანის მეუღლეა თამუნა ლოლუა. მათ ერთი ვაჟი ალექსანდრე (საშკა) ჰყავთ, რო­მე­ლიც გა­რეგ­ნო­ბით ძა­ლი­ან ჰგავს თავის უმშვენიერეს ბებიას.

ალექსანდრე თაქთაქიშვილმა 2012 წლის 15 ივნისს ლექცია ჩაატარა თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებთან, სადაც მათ გააცნო ახალი მონაცემები კოსმოსურ ამინდზე; ისაუბრა მზის დაბნელების სამეცნიერო ღირებულებაზე, მზიდან ამოფრქვეული პლაზმის დედამიწაზე გავლენაზე და, აგრეთვე, მაგნეტური ველების ზემოქმედებაზე ადამიანის ჯანმრთელობაზე.

წყარო:

1. https://primetime.ge/news/sazogadoeb/vin-aris-qartveli-fizikosi-romelits-nasa-shi-mushaobs-... 

2. https://www.amerikiskhma.com/a/georgian-scientist-alexander-taktakishvili-at-nasa/4738708.html


გააზიარე: