The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მიხეილ ალშიბაია

მიხეილ ალშიბაია
დაბადების თარიღი:15 იანვარი, 1958  (66 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

რუსეთში მოღვაწე კარდიოქირურგი მიხეილ დურმიშხანის ძე ალშიბაია დაიბადა 1958 წლის 15 იანვარს ბათუმში, მედიკოსების ოჯახში.

1974 წელს ჩაირიცხა ნ. ი. პიროგოვის სახელობის მოსკოვის მე-2 სამედიცინო უნივერსიტეტში (РГМУ).

1982 წლიდან მუშაობს ა.ნ. ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის სამეცნიერო ცენტრში. არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კორონარული ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი. 1998 წლიდან - პროფესორი.

სადისერტაციო თემა: "ბრაქიცეფალიური არტერიების დაზიანებით დაავადებული პაციენტების ქირურგიული მკურნალობა" (1998). 

გამოქვეყნებული აქვს 250-ზე მეტი სამეცნიერო სტატია და 4 მონოგრაფია. მათ შორის: „კორონარული ქირურგიის ისტორიის ნარკვევები“ (2002) და „კარდიოლოგიის გზამკვლევი დამედიცინო ინსტიტუტების სტუდენტებისთვის“.

საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწევა. არის ჰოსპისთა დახმარების მოსკოვის საქველმოქმედო ფონდის - „ვერა“ - სამეურვეო საბჭოს წევრი.

მიხეილ ალშიბაია ფერწერულ ტილოთა ცნობილი კოლექციონერია. სურათების შეგროვება 1986 წელს დაიწყო. დღეს ის საბჭოთა მხატვრების  ნამუშევართა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კოლექციის მფლობელია. ის აგროვებს ექსკლუზიურად „თანამედროვე ხელოვნების“ ნამუშევრებს, რომელებიც შექმნილია 1960-იანი წლებში და შემდგომ,  „დათბობისა“  და „პერესტროიკის ეპოქაში.

2003 წლიდან მოყოლებული, მის კოლექციაში შემავალი ნახატები ხშირად მონაწილეობენ თანამედროვე ხელოვნების გამოფენებში. 2015 წელს, ერთ-ერთ ასეთ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მიხეილ ალშიბაიას მიერ შექმნილი ტილოც, სახელწოდებით - „სპირალური გული“.

წყარო:

1. https://ru.wikipedia.org/wiki/Алшибая,_Михаил_Михайлович


გააზიარე: