The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ალექსანდრე ყიფიანი

დაბადების თარიღი:1889
გარდაცვ. თარიღი:1966  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ჰამერსმიტის სასაფლაო, ლონდონი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ალექსანდრე ყიფიანი პოლონეთში 1922 წელს მოხვდა. ის იყო პოლონეთის არმიის საკონტრაქტო ოფიცერი, ტარნოვის მე-5 პოლკის ქვეით მსროლელთა პოლკის პორუჩიკი.

საზოგადო მოღვაწეობასაც ეწეოდა. 1925 წელს დაინიშნა ვარშავაში არსებული პოლონეთ-საქართველოს საზოგადოების მდივნად; კითხულობდა ლექციებს ვარშავის აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტში.

1938 წლიდან მუშაობდა სამხედრო სამინისტროს იუსტიციის დეპარტამენტში.

1939 წელს მოხვდა ნკვდ-ს კოჟელსკის ტყვეთა ბანაკში. სასიკვდილო განაჩენით 1940 წელს მოსკოვში, უშიშროების საპატიმროში გადაიყვანეს. მაგრამ გადარჩა.

სიკვდილს გადარჩენილი „ადამ ყიფიანის“ სახელით სსრკ-ის პოლონეთის არმიის რიგებში იუსტიციის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. ადამი ერქვა მის ძმას, რომელიც გადასახლებაში, ციმბირში დაიღუპა.

ომის შემდეგ ცხოვრობდა დიდ ბრიტანეთში, სადაც გარდაიცვალა (1966 ან 1969 წელს) დაკრძალულია ლონდონის ჰამერსმიტის სასაფლაოზე.

წყარო:

1. ყოლბაია დავით. რეჩპოსპოლიტას ფრთებქვეშ : ქართული ემიგრაცია პოლონეთში 1921-1939 = Kolbaia David. Pod skrzydłαmi Rzeczypospolitej : Emigrαcjα gruzińskα w Polsce 1921-1939 : [ფოტოალბომი]. - ვარშავა, 2019.- გვ.228


გააზიარე: